,,ყველა ადევნებს თვალს, რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება,  ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”- იოსელიანი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედების პროტესტზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების პრობლემები უნდა მოგვარდეს მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლებას აკისრია.

„პირველივე დღიდან, როდესაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გაჟღერდა, სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო ამ პრობლემის მოგვარებაში და მას მერე ვახდენთ მედიაციას ბავშვების მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. დღესაც ჩვენი მედიაციით იმართება ეს შეხვედრა. ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაუკეთებს იმ შეთავაზებას მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და სულ მცირე ის პროტესტის ფორმა, რაც მათ აქვთ შერჩეული, ამ ეტაპზე შეჩერებული იქნება, რადგან ადამიანურად ძალიან განვიცდი. ყველა ჩვენგანი ადევნებს თვალს, რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს და პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლებას აკისრია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

მსგავსი თემები