,,წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან”- ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა

ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა.

ერთ-ერთი მშობელი, მაკა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელს ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა გააცნეს.

,,ახლა გამოვედით ჯანდაცვის სამინისტროდან მშობლები. წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან და ეს ძალიან კარგია. სამოქმედო გეგმა გაგვაცნეს და თანმიმდევრული და სწორი გეგმაა, ჩვენი მონაწილეობაც გათვალისწინებული აქვთ და სრული სიფხიზლით ვიქნებით ჩართულები, რომ არ გადავუხვიოთ გეგმიდან. გარანტიისთვის დოკუმენტს, ამ ეტაპზე, ვერ გვაძლევენ და ამიტომ მუშაობის პარალელურად, პროტესტი იმავე ფორმით გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 5 მაისს ჩავინიშნეთ,” – წერს მაკა გოჩიაშვილი.

 

მსგავსი თემები