,,ძალიან ავნერვიულდი, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა?!” – მდინარაძე

,,ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა,”- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერების შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, მდაბიოობაა, როდესაც კოლეგას გვერდზე უზიხარ და მის დასანქცირებას სხვა ქვეყანას სთხოვ.

,,მე ამაზე ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა. არასერიოზულია, არასერიოზულია და რამხელა მდაბიოობაა, წარმოიდგინეთ, კოლეგას გვერდზე რომ უზიხარ და მის დასანქცირებას რომ სთხოვ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს. წარმოგიდგენიათ, რა დონის მდაბიოობასთან გვაქვს საქმე. განსხვავება იცით რა არის ჩვენს შორის? ძალიან ნიშანდობლივია ეს ამბავი, ჩვენ ვლაპარაკობთ “ქართული ოცნების სახელით, ისინი ლაპარაკობენ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით, მაშინ როდესაც “ქართული ოცნება” ყველა სიტყვას, რამდენჯერ მოგისმენიათ ჩვენგან, რომ ქართველი ხალხი გასცემს ამაზე პასუხს და ისინი ამბობენ, რომ ამერიკელები გასცემენ პასუხს, ევროპელები გასცემენ ამაზე პასუხს. თან, ეს რა სისულელეა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიტიკური პროცესების გამო, თუ ამასთან მივედით მართლა, ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიაში ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე სერიოზულად დაიწყო ვინმე მსჯელობა,”- განაცხადა მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები