,,ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციებია დაწესებული, იმიტომ, რომ ქვეყანას არ უღალატა”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია. მისი თქმით, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს არ უღალატა ამისთვის ცდილობენ მის დასჯას.

,,ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს და დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს, იმიტომ რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც და საზოგადოებამაც კარგად იცის. უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება ამ თანხების დაბლოკვა და ეს ხდება მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო. საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისათვის ცდილობენ მის დასჯას და მის მიმართ დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები,”- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები