,,გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ”- ჩარკვიანი ღუდუშაურს

,,გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ,”- ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების“ წევრს, ალუდა ღუდუშაურს.

,,არ მინდა ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ეს სიტყვა – „ფარჩაკი“… რაღაც სიტყვებს ხომ იყენებთ მუდამ. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ უზრდელი ხართ და წერტილი! მეტი არაფერი. სხვა რა შემიძლია გიპასუხოთ, ვერ აგყვებით ამ რიტორიკაში. გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

,,მანდატები თქვენ ის გგონიათ, მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი, მაგიტომაც ხართ ფარჩაკები”- ალუდა ღუდუშაური

 

 

 

მსგავსი თემები