,,ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან სანქციებით იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია”- არჩილ თალაკვაძე

,,ბიძინა ივანიშვილის, სანქციებით ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მართვა გახადა ინსტიტუციონალიზებული.

,,ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა და არ წყდება საუბრები ბატონი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. რადიკალური ოპოზიცია და მათი ლობისტები და სატელიტები ამ თემას კვლავ ააქტიურებენ. მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ რეალურად რა სანქციებით ემუქრებიან და რისთვის ემუქრებიან ბატონ ბიძინა ივანიშვილის, ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად, არა იმ ფარული, ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, როცა ქვეყნის ინტერესები, მოქალაქე არ იყო მთავარი, არამედ მთავარი იყო ის თუ რა სჭირდებოდათ მათ და რა დავალებები ჰქონდათ მიღებული.

სწორედ ეს დაამთავრა საქართველოში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და დააბრუნა ქვეყნის ინტერესების, მოქალაქის საუკეთესო ინტერესებით ქვეყნის მართვა და ქვეყნის მართვა გახადა ინსტიტუციონალიზებული, ამისთვის ემუქრებიან ამ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად დღეს ევროპის შუაგულში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად ყველაზე სანდო ბანკის მიერ არის პრაქტიკულად დასანქცირებული”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები