,,დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით”- თამარ ბაჩალიაშვილის დედა

,,დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით,”- ამის შესახებ  23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა. მისი თქმით, საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის ინტერვიუ, რომელიც მან ”ფორმულას” მისცა, პირდაპირი მტკიცებულებაა.

,,დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, ისევ მათი უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთ იცის, რაც ხდება ამ სისტემაში და უტყუარი ფაქტები მოიყვანა, ამიტომ აუცილებელია თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე. ყველა ვარიანტში უნდა დაიწყოს, რას გააკეთებენ, მაგათ ტვინებში რა ხდება მე არ ვიცი. თავიდანვე ყველაფერს აყალბებდნენ და სავარაუდოდ, ახლაც ყველა ღონეს იხმარენ, რომ პირიქით ეს კაცი გამოიყვანონ დამნაშავე”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ამბობს, რომ მას არ სჯერა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის. შუბითიძემ “შაბათის ფორმულასთან” აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

„გვა­მი იყო გა­სი­ე­ბუ­ლი და სხე­უ­ლის არც ერთი ნა­წი­ლი არ იყო ცა­რი­ე­ლი. თვა­ლე­ბი­და­ნაც კი მატ­ლე­ბი ამო­დი­ოდ­ა. ვერ მოხდა ისე დათვალიერება, როგოროც საჭირო იყო, რადგან გვამი ლპო­ბა­ში იყო წასული. იყო სა­უბ­რე­ბი, რომ მან­ქა­ნა­ში ბუზი შეფ­რინ­და… მაგ­რამ მან­ქა­ნის სა­ქა­რე მი­ნე­ბი ხომ აწე­უ­ლი იყო და რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო? შე­საძ­ლოა ბუ­ზე­ბის­გან წარ­მო­ქმნილიყო ეს მატ­ლე­ბი, მაგ­რამ განა რამ­დე­ნი?“, – განაცხადა სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები