,,ვიცით, ამ ადამიანების მოტივაცია და ამოცანა არის ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”- კალაძე კრამონს პასუხობს

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განხორციელებული რეფომებით ყველანაირად იმსახურებს კანდიდატის
სტატუსს, კონკრეტული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი არ მიიღოს,“- ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ევროპლარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს 12- პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.

„არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ვიცით, ეს ადამიანები რას
წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მისცეს აღნიშნული სტატუსი, რადგან საქართველო იყო ყველაფერში მოწინავე კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით. თუმცა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

,,თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს”- კრამონი

მსგავსი თემები