თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელს მაგისტრი მოსამართლე კითხავს

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება. სერგო შუბითიძე აცხადებს, რომ ის პროკურატურას უნდობლობას არ უცხადებს, თუმცა, ჩვენების მიცემა მოსამართლის წინაშე არჩია.  სერგო შუბითიძე აცხადებს, რომ ის თანამშრომლობს პროკურატურასთან.

შეგახსენებთ რომ თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურა კი გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე.

სერგო შუბითიძე კი პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახს, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ მათი შვილი მოკლულია.

 

მსგავსი თემები