რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

მისივე  თქმით, რუსი სამხედროები შევიდნენ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში და ხერსონის ცენტრში სახელმწიფო დაწესებულების შენობაში.

,,რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ღამით ხერსონის რეგიონი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა გაანხორციელეს 39 თავდასხმა, გაისროლეს 163 ჭურვი მძიმე არტილერიიდან და თვითმფრინავებიდან”, – განაცხადა პროკუდინმა.

 

მსგავსი თემები