,,გადავწყვიტე, აქციას თავიდან ვუყურო, იქნებ რაიმე გავიგო”- იაგო ხვიჩია

,,გადავწყვიტე, თავიდან ვუყურო, იქნებ, რაიმე გავიგო, მაგრამ სანდრო რაქვიაშვილმა იმედი გადამიწურა, მაინცდამაინც საინტერესოს ვერ მოისმენო,” – ასე აფასებს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია რესპუბლიკის მოედანზე გამართულ გუშინდელი აქციას.

,,მიტინგისთვის თვალი არ მიდევნებია და არ მინდა, რაიმე შემეშალოს, მაგრამ ვინც უყურა, არცერთს არ ჰქონდა გაგებული, მონაწილეებს რა უნდოდათ. გადავწყვიტე, თავიდან ვუყურო, იქნებ, რაიმე გავიგო, მაგრამ სანდრო რაქვიაშვილმა იმედი გადამიწურა, მაინცდამაინც საინტერესოს ვერ მოისმენო,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, აქციაზე უფრო ნათლად უნდა ყოფილიყო ნათქვამი,  როდის მოხდა პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილის გადაყვარება.

„მგონი, უფრო ნათლად უნდა ყოფილიყო ნათქვამი, როდის მოხდა პრეზიდენტის გადაყვარება, რადგან თავის დროზე იგივე ხალხი სალომე ზურაბიშვილის დიდი გულშემატკივარი იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები