“მშიერმა” სტუდენტმა კედლიდან იტალიელი მხატვრის ინსტალაცია ჩამოხსნა და შეჭამა

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ხელოვნების სტუდენტმა იტალიელი მხატვრის მაურიციო კატელანის საკულტო ნამუშევარი -კედლიდან ჩამოხსნა და შეჭამა.

როგორც სტუდენტმა განაცხადა, ბანანი იმიტომ შეჭამა, რომ, მშიერი იყო. ხილის ჭამის შემდეგ, სამხრეთ კორეელმა სტუდენტმა ქერქი ისევ კედელზე მიაკრა. ქერქი მოგვიანებით მუზეუმმა ახალი ბანანით შეცვალა.

ცნობისთვის, ნამუშევარი სახელწოდებით “კომიკოსი”  120 000 დოლარად გაიყიდა Art Basel Miami Beach-ზე 2019 წლის დეკემბერში.

მსგავსი თემები