მტერი იძულებული გახდა ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა – უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალი ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა ლიმანის მიმართულებით და ტყვედ აიყვანეს 10 დამპყრობელი.

მისივე თქმით, ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა.

,,წინსასვლელად, მტერი იყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, ვაგნერის ახალი თავდასხმის ჯგუფები, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლები, მედესანტეები გამუდმებით გადასროლილები არიან ბრძოლაში. მ. მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის (ბახმუტის – რედ.) კონტროლის ქვეშ აყვანას”, სიტუაცია საკმაოდ რთულია,”- განაცხადა სირსკიმ.

სირსკის თქმით, ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება ბახმუტის მიმართულებით, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების დაცვის გარღვევა.

მსგავსი თემები