თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. მიზეზი კი ის ინფორმაციაა, რომელზეც საქმის ყოფილმა  გამომძიებლმა ”ფორმულასთან” ისაუბრა. ,,თავდაყირა დადგება ყველაფერი, ჩემი შვილი შეეწირა სამსახურს”, – განუცხადა ბაჩალიაშვილის მამამ ”მთავარ არხს”. ცნობისთვის, 2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ამბობს, რომ მას არ სჯერა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის. შუბითიძემ “შაბათის ფორმულასთან” აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა. „გვა­მი იყო გა­სი­ე­ბუ­ლი და სხე­უ­ლის არც ერთი ნა­წი­ლი არ იყო ცა­რი­ე­ლი. თვა­ლე­ბი­და­ნაც კი მატ­ლე­ბი ამო­დი­ოდ­ა. ვერ მოხდა ისე დათვალიერება, როგოროც საჭირო იყო, რადგან გვამი ლპო­ბა­ში იყო წასული. იყო სა­უბ­რე­ბი, რომ მან­ქა­ნა­ში…

მეტი...

,,დღეს სამყაროს შავ-თეთრად უნდა უყურებდე, ან რუსულ გენოციდს უჭერ მხარს ან უკრაინას”- პოდოლიაკი

,,ან რუსული გენოციდს უჭერ მხარს, ან ყველგან და ყოველთვის უკრაინის, მისი დამხმარე კოალიციისა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგახარ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს. მისი თქმით, დღეს სამყაროს შავ-თეთრად უნდა უყურებდე. ,,დღეს ის დროა, როცა სამყაროს შავ-თეთრად უნდა უყურებდე. არ არსებობს შუალედური ტონები. ან რუსული გენოციდს და პუტინის მიერ კაცობრიობისა და უკრაინის წინაშე გამოცხადებულ ომს უჭერ მხარს, ან ყველგან და ყოველთვის უკრაინის, მისი დამხმარე კოალიციისა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგახარ. დროა, უნგრეთის მთავრობამ და რუსმა პოლიტიკურ-კულტურულმა ემიგრანტებმა ეს ერთხელ და სამუდამოდ ეს გაანალიზონ”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

სარაკეტო შეტევა დნეპროპეტროვსკის ოლქზე – დაშავდა 25 ადამიანი

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის სერჰი ლისაკის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკში 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია. ,,მტერი რაკეტებით დაგვესხა თავს. მათგან 7 საჰაერო სარდლობამ ჩამოაგდო, თუმცა არის დარტყმებიც. თავდასხმის შედეგად დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია”, – წერს ლისაკი. ლისაკმა აღნიშნა, რომ პავლოგრადში სამრეწველო საწარმო დაზიანდა. იქ ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა უკვე ჩააქრეს. საცხოვრებელ ზონაში დაზიანებულია 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, 6 სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, 5 მაღაზია.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს”- ზელენსკი

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს რუსეთს არცერთ ტერორისტულ აქტს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, რომელიც რუსეთის იზოლაციის გაძლიერებას და  იარაღისა და მათი კომპონენტების მიწოდების შეჩერებას ეხმარება. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს რუსეთს არცერთ ტერორისტულ აქტს. და რომ რაც შეიძლება მეტი გლობალური მოთამაშე აბსოლუტურად პრინციპულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დაცვაში ტერორის გამო. მადლობას ვუხდი მსოფლიოში თითოეულ ადამიანს, რომელიც ეხმარება ტერორისტების იზოლაციის გაძლიერებას და ტერორისტებისთვის იარაღისა და მათი კომპონენტების მიწოდების შეჩერებას, რომელიც მუშაობს…

მეტი...

,,უმჯობესია, შეთანხმების პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში, ეს დაძაბულობა ძალიან რთულია ბავშვებისთვის”- გაბუნია აქონდროპლაზიაზე 

უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით გავაგრძელოთ პროცესი კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გადმოვიდეს და ისევ დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ფორმატს, გადავიტანოთ ეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რადგან დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია, მწარმოებელი გარკვეულ რისკებს იზიარებს. ახლა აქ ასეთი დაძაბული ფონი არავისთვის ხელსაყრელი არ არის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, მშობლები პროცესებში ჩართულები იყვნენ და ყველა ეტაპი, რასაც სამინისტრო მწარმოებელთან მოლაპარაკებისას, ხარისხისა და ბავშვთა უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთვის გადიოდა, მათთვის ცნობილი იყო. „ჩვენ ყველა ერთად მივდიოდით აქამდე. სხვა ქვეყნების მსგავსად, გავიარეთ კონსულტაციები,…

მეტი...

,,ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი”- წულუკიანი ივანიშვილზე

,,ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები ქართულ რაგბიში და დაინახა ის პერსპექტივა, რომელიც სპორტის ამ სახეობას ჰქონდა ჯერ კიდევ ათეული წლების წინ,”- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მისი თქმით, გამართლებაა, რომ ეს ქველმოქმედება არის უანგარო. ,,პირველი სიტყვა, რომელიც მოგდის თავში ადამიანს არის, ალბათ, გამართლება, რომ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ ქართუსთან ერთად (არ უნდა დაგვავიწყდეს, ქართუ კერძო ორგანიზაციაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით), პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები ქართულ რაგბიში და დაინახა ის პერსპექტივა, რომელიც სპორტის ამ სახეობას ჰქონდა…

მეტი...