,,საქართველოს და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი”- პაპუაშვილი გუშინდელ აქციაზე

,,საქართველოს და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი,”- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ გუშინდელ აქციას.

მისი თქმით, აქციაზე, ის ხალხი იყო გამოსული, ვინც საკუთარ ქვეყანასა და  ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს.

,,მოვისმინეთ ის, რომ იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და რა ვიცი, საქართველოს და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. რა გამოდის? გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლელობას და პრორუსობას? ეს არის, საბოლოო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ – როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასვალური”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები