,,სტატუსს თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა”- კახა კალაძე

,,სტატუსს თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა,”-  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ასრულებს თუ არა ხელისუფლება მითითებას ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 12-პუნქტიან გეგმაში მათზე საუბარი არ არის.

„ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები