,,IRI იმდენად აირია, რომ ვერ გაარკვია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა – ასე დარჩნენ ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია”- გურამ მაჭარაშვილო

,,IRI-ის კვლევები ხალხის ნებას არასოდეს ემთხვეოდა,” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ”IRI იმდენად აირია, რომ ვერ გაარკვია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა, მელია თუ ხაბეიშვილი”.

„ქართულმა საზოგადოებამ მყისიერად დაადასტურა, რომ კვლევები რომელიღაც ოთახშია დაწერილი და არის მათი სურვილი. IRI იმდენად აირია, რომ ვერ გაარკვია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა, მელია თუ ხაბეიშვილი და პატიმარი სააკაშვილი მიაწერა. ასე დარჩნენ ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია. „ნაცმოძრაობა“ ვის ეკუთვნის, ჯერ გასარკვევია, IRI ისე აირია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

მსგავსი თემები