,,სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები გაასამართლა”- არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

პარლამენტის ვიცე- სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს პირდაპირ ჩარევა სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში.

თალაკვაძის თქმით, მათ სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები გაასამართლა.

,,სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა და სურთ დაბლოკონ სასამართლოს საკითხი, რადგან ის არის ევრორეკომენდაციების ნაწილი და ამით დაბლოკავენ შემდგომში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემასაც. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს სჭირდებათ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და შემდეგ ძალადობრივი ცვლილებებისთვის. აი ეს გეგმა ჰქონდათ, ამ გეგმის დაწყება უნდოდათ პარლამენტიდან, თუმცა, შევიდნენ პოლიტიკურ ჩიხში და ჩაუვარდათ ეს გაუგონარი ინიციატივა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

მსგავსი თემები