რუსეთში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა – მედია

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზის ლიანდაგზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,უნეჩას რაიონში, ბრაიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი რელსებიდან გადავიდა. მსხვერპლი არ არის”, – წერს გუბერნატორი.

რუსეთის რკინიგზა აცხადებს, რომ ელმავალი და შვიდი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

მსგავსი თემები