,,ჩვენ თქვენს კართან ვართ და თქვენ კარს არ გვირებთ”- პროტესტი კანცელარიასთან

ხმაური კანცელარიასთან – მთავრობის სხდომის პარალელურად აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს.

ამასთან, მშობლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მოუწოდებენ, ადგილზე მივიდეს და პირადად შეხვდეს მათ.

,,ჩვენი მიზანი არ არის აქ წვიმაში დგომა, ჩვენი მიზანი არის შედეგი – წამალი. თუ კი ქალბატონი თამარი  აცხადებს მზაობას და მოწოდებას ჩვენი მისამართით, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის რეჟიმში და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ქალბატონი თამარის ეს მოწოდებები ჩვენი მისამართით არის გაფანტული. მოვუწოდებთ ქალბატონ თამარს, მობრძანდით პირადად და აასრულეთ თქვენი სიტყვები, რომ აუცილებელია ეს პრობლემა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში გვრჩება  შთაბეჭდილება, რომ ეს არის ხალხის მოსატყუებლად გაკეთებული განცხადება. ასე რომ მობრძანდით, ჩვენ თქვენს კართან ვართ და თქვენ კარს არ გვიღებთ, ”- განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი უკვე მე-15 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და  მედიკამენტის, „ვოზორიტიდის” შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.

მსგავსი თემები