5 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაკარგულად ითვლება აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში, სინოჰემის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად.
აფეთქება Luxi Chemical-ის წყალბადის ზეჟანგის წარმოების ქარხანაში მოხდა.
ხანძარი ლოკალიზებულია, შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.