მიმდინარე კვირის კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის

მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში,  საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს.

,,არაფრის ამოღება არ ხდება, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის პლენარული სხდომის კვირის დღის წესრიგი ყოველ ჯერზე ხელახლა არის შედგენილი. პროექტის  შედგენა ხდება ბიუროს მხრიდან, შესაბამისად არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი რომლისგანაც რაიმეს ამოღება ხდება, ჩვენ დღეს პარლამენტის ბიურო ვადგენთ სწორედ პროექტს პარლამენტის სასესიო კვირის დღისწესრიგისა, რომელიც შემდეგ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს,“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები