აქცია ზუგდიდში – მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

ზუგდიდში, მოვაჭრეები აქციას მართავენ.  ისინი ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.

ცენტრალური ბაზარი დილიდან დაკეტილია.  მათ ბაზრის ყველა შესასვლელი კარი ჩაკეტეს და გზის გადაკეტვაც სცადეს.

მათი თქმით, მყიდველები ბაზარში აღარ შედიან, რადგან პროდუქტს,  გარემოვაჭრეებისგან ყიდულობენ. მოვაჭრეები მერიისგან აღნიშნული პრობლემის დროულ მოგვარებას და შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

მსგავსი თემები