,,IRI-ის კვლევის ერთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება”- შალვა პაპუაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის, პირიქით, ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ზოგადად ოპოზიციაც,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 29 აპრილის არჩევნებმა ოპოზიციის კრახი დაადასტურა. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერცკი გაბედა, კანდიდატები დაეყენებინა.

,,ახლა, როცა კონკურენტიც არ იყო რიგ შემთხვევებში კანდიდატისა, უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა, უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი მოტივაცია იყო, დემონსტრაციულად ქართველმა ხალხმა როგორც შიგნით, ისე გარეთ დაანახა ყველას, ვინც ცდილობს, გამიჯნოს ქართველი ხალხი, ქართული ხელისუფლებისგან, დაანახა ამ ადამიანებს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის, პირიქით, ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ზოგადად ოპოზიციაც. IRI-ის კვლევის ერთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება, რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები