,,დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს”- ლევან ხაბეიშვილი

,,დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს,”-  ასე ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, კახა კალაძის განცხადებას.

,,დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადა, რომ თუ არ მოგვცემენ, პრობლემას ვერ ხედავს …  საქართველოში დაბადებული კაცი, იმ საქართველოში, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, უკრაინაში “ფეხადგმული”, რომელსაც სასტიკად უსწორდება მკვლელი პუტინი და მაინც რუსეთუმე, მაინც პუტინისტი … ასე იცის კორუფციამ და მომხვეჭელობამ …

მკვლელი შადრევანით, ყველაფერში “ფულაობით” , ზონდერების ხელმძღვანელობით ცნობილი მერი …
უნდა დავასრულოთ შურისმაძიებელი, პუტინისტები და ხელიხელ ჩაკიდებულებმა, გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა”,- წერს ხაბეიშვილი.

,,სტატუსს თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა”- კახა კალაძე

მსგავსი თემები