,,როგორც დედა, როგორც ქალი სადაა პრეზიდენტი, ყველა რატომ გვატყუებს”- აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა

მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. მშობლები უკვე მე-15 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან.

,,გვერდით დაგიდგებითო, როგორც დედა, როგორც ქალი სადაა პრეზიდენტი. ესეც მატყუარაა, ყველა რატომ გვატყუებს. რატომ გვპირდებიან,”- აცხადებს, ერთ-ერთი დედა, რომლის მიმართვაც, სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, ასევე  მედიკამენტ „ვოზორიტიდის” შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.

 

მსგავსი თემები