,,მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი”- მამუკა მდინარაძე

,,მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია.

„ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია ალბათ არც გაგიგიათ მიმდინარე პერიოდში. კონკრეტულ ადამიანებს დაადეს სხვადასხვა სანქცია. თითოეული ადამიანის სანქცირებას ყოველთვის რაღაც განმარტება მოჰყვებოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო, არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია. ამიტომ, უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა სამომავლო პერსპექტივაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები