,,მოვუწოდებ მშობლებს, სამუშაო მაგიდასთან გავაგრძელოთ ყველა პროცესი, დღეს რაც ხდება, საქმეს არანაირად არ წაადგება”- ზურაბ აზარაშვილი

,,არასდროს არავისთვის გვითქვამს უარი აღნიშნული იშვიათი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე, არასდროს გაკეთებულა აქცენტი ბიუჯეტზე. არასდროს დაფიქსირებულა, რომ ბიუჯეტთან მიმართებით არის პრობლემა,”- ამის შესახენ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრი მშობლებს მოუწოდებს, სამუშაო მაგიდასთან გაგრძელდეს პროცესები.

,,ძალიან რთულია, პროცესი, რაც დაწყებული გვაქვს პრობლემის მოსაგვარებლად, ამ ხმაურის, დაძაბულობის ფონზე გაგრძელდეს. მხარეები ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ პროცესი  ასეთი პროტესტის ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს. სამინისტრო, დაინტერესებული მხარეები კონსტრუქციულ ფორმატში უნდა იყვნენ. კონსტრუქციულ რეჟიმში, საჭიროების შემთხვევაში, მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო და მოვუწოდო, მშობლებს, გავაგრძელოთ შეთანხმებები და ყველა პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი დაავადების მკურნალობის, მეთოდების დასანერგად, სამინისტროში სამუშაო მაგიდასთან გავაგრძელოთ. იმ ფორმატში, რომელი ფორმატის მეშვეობითაც ვცდილობთ, ამ იშვიათ დაავადებას მივხედოთ და პრობლემები მოვაგვაროთ.

რაც დღეს ხდება და გასული დღეების განმავლობაში ხდებოდა, თავადაც ხედავენ, რომ ამ საქმეს არანაირად არ წაადგება. სამინისტრო ყოველთვის მზად არის, მაქსიმალურად გახსნილი იყოს, ნებისმიერ მხარეს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ნებისმიერი ფორმატის სამუშაო ჯგუფებში და განხილვის პროცესში. ჩვენი კარი ღიაა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები