ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაკავებულის ადვოკატებმა გრიგორიადისის გათავისუფლება 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს, თუმცა  მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

,,მიმალვა რომ მდომოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი. ტანსაცმელი, რომლითაც ამიყვანეს, იგივე ტანსაცმელი იყო, რაც აქციაზე მეცვა” – განაცხადა გრიგორიადისმა პროცესზე.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

მსგავსი თემები