,,არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში”- პაველ ჰერჩინსკი

,,ამ ეტაპისთვის ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა სანქციების პროცესის აღსრულებაში სხვადასხვაგვარად არის ჩართული, როგორც საქართველო, რომელიც ნაწილობრივ შეუერთდა საქნციებს.

,,ევროკავშირის სახელით რუსეთს დავუწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სანქციები. ჩვენი მიზანია, რომ შევცვალოთ რუსეთის ქმედება და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად. ერთ-ერთი ელემენტი რუსეთის წინააღმდეგ არის სანქციები. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტი დაეწესებინა და ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამ პროცესის აღსრულებაში სხვადასხვაგვარად არის ჩართული, როგორც საქართველო, რომელიც ნაწილობრივ შეუერთდა სანქციებს და არა ყველას. ჩვენ საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიას და ქართულ კომპანიებს არ გამოიყენებენ, რომ თავი აარიდონ ჩვენს სანქციებს. ამ ეტაპისთვის ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში,”- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები