,,მომხმარებებლის მხრიდან დაახლოებით 225 განაცხადია შემოსული, აქედან 130-ზე მეტ საქმეზე მოკვლევაა დაწყებული”- ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში”

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე  სხვა საკითხებთან ერთად,მომხარებელთა  უფლებებზეც ისაუბრა

როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, კონკურენციის ეროვნული სააგენტოში, ექვსი თვის მონაცემებით, დაახლოებით 225 განაცხადი არის შესული მომხმარებებლის მხრიდან.

,,ექვსი თვის მონაცემებით, დაახლოებით 225 განაცხადი არის შემოსული მომხმარებებლის მხრიდან. აქედან, დაახლოებით 130 საქმეზეა მოკვლევა დაწყებული, სადანაც 57 საქმეზე გაფორმებულია 33 პირობითი ვალდებულების არების შესახებ ხელშეკრულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნების ამბობს ,,შესაძლოა ჩემს ქმედებას მომხმარებელთან მიმართებაში, დარღვევას ჰქონდა ადგილი, ამიტომ ვიღებ ვალდებულებას, რომ გამოვასწორებ ამ საკითხს”. ამის შემდეგ, ვაფორმებთ ხელშეკრულებას, ვაძლევთ გონივრულ ვადას, თუ ამ გონივრულ ვადაში საკითხი არ იწურება, შემდეგ გათვალისწინებულია საქმის შესწავლის განახლება და დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია.

17 საქმეზე გაფორმებული 14 ხელშეკრულება უკვე შესრულდა. დარღვების დადასტურება ხუთამდე შემთხვევაში გვაქვს, თუმცა ვალდებულების ვადა არ ამოწურულა ჯერ. დარღვების  შემთხვევაში საჯარიმო სანქცია გასული წლის ბრუნვის 2 პროცენტია, კომპანიის შემთხვევაში. ჯერჯერობით საჯარიმო სანქცია არ გამოგვიყენებია. ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ნალკლიანი ნივთის შეკეთება/შეცვლა/ უკან დაბრუნებაზე, მეორე –  თანხის დაბრუნების შემთხვევები, მესამე – ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნებაზე, მეოთხე – მომხმარებლის ინფორმირებაზე,”- ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები