,,თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს”- კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ  მოხდება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტვიტერზე წერს.

,,ოჰ, ზუსტად პირიქითაა. თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არა, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა პრიორიტეტი შეასრულეს, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს”,- წერს კრამონი.

მსგავსი თემები