უკრაინა ევროკავშირის წევრობას 2 წელზე ნაკლებ ვადაში ელის

„ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები წევრობისთვის. ასევე, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რომ მკაფიოდ გავიგოთ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა“, – აცხადებს უკრაინის პრემიერი და ვადასაც ასახელებს. როგორც დენის შმიგალი განმარტავს,  შეთანხმების ხელმოწერა 2 წელზე ნაკლებ ვადაში მოხდება. „ჩვენ გველოდება მოლაპარაკებების გზა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერით. იმედი გვაქვს, ამ გზის გავლას ორ წელზე ნაკლებ დროში და მაშინ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, –  აღნიშნა დენის შმიგალმა.

მეტი...

პოლონეთმა სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მის გადარჩენას ითხოვენ

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის  სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს.. „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციის გამო, მათ შორის სამედიცინო დიაგნოზების გამო, რომლებიც ადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებას, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა”, – აღნიშნულია რეზოლუციაში. პოლონელი დეპუტატები ითხოვენ, სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს გლობალური სტანდარტების შესაბამისი საჭირო სპეციალიზებული მკურნალობა. „პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელონ ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება…

მეტი...

კენჭისყრაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმებები უკანონოდ ცნეს

„რუსეთის ფედერაციასა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის დადებული შეთანხმებები და მათი “რატიფიცირების“ თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა“ – აღნიშნულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე ორი საკითხი განიხილეს. საუბარია 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებასა“ და „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ დადებული „შეთანხმება.“ დეპუტატებმა კენჭისყრაზე ორივე დოკუმენტი ერთხმად, უკანონოდ ცნეს. „2022-25 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის შესახებ მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება როგორც…

მეტი...

ამაღამ პიროტექნიკის გამოყენება განსაკუთრებულად საშიშია – სახლებს სახურავი აქვთ ახდილი

ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას, სახლებს სახურავები აქვს ახდილი და საშიშია. ქარიშხალმა და უხვმა ნალექმა მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზული ზიანი გამოიწვია, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა დასავლეთ საქართველოში, სადაც ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა, სახლებსა და დაწესებულებებს სახურავი ახადა და სერიოზული პრობლემები შექმნა. „ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას“ – სწორედ  ეს არის ძველით ახალი წლის მთავარი თხოვნა მოსახლეობის მიმართ, რადგანაც დიდი რისკი და საფრთხე არსებობს, პიროტექნიკა სახურავის გარეშე დარჩენილ სახლებში ჩავარდეს და ხანძარი გაჩნდეს.  

მეტი...

ბუდაპეშტში კაცმა სამართალდამცველები დაჭრა – ერთი პოლიციელი გარდაიცვალა

ბუდაპეშტში კაცმა სამართალდამცველები დაჭრა. ერთ-ერთი პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 12 იანვრის ღამეს მოხდა. პოლიცია მაშინ გამოიძახეს, როდესაც უცხო მამაკაცი ბინაში შესვლას ცდილობდა. სამი ოფიცერი მის დაკავებას ცდილობდა, რა დროსაც, კაცმა დანით დაჭრა პოლიციელები და გაქცევას შეეცადა. ერთ-ერთმა ოფიცერმა კაცს ფეხში ესროლა.

მეტი...

,,პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს”- ბილ ბროუდერი

„მაგნიტსკის აქტის” თანაავტორის და ფინანსისტის, ბილ ბროუდერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს. მისი თქმით, ”პუტინს მხოლოდ ერთი რამ ადარდებს და ეს ძალაუფლებაში დარჩენაა, რადგან თუ ის ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ ის ციხეში წავა, ფულს დაკარგავს და მოკვდება.” „დასავლეთი განაგრძობს ფულის ხარჯვას და რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვას. რუსეთი განაგრძობს ნავთოპროდუქტების უზარმაზარი რაოდენობით გაყიდვას და ამით ძალიან დიდ ფულს იღებს. სანამ ეს არ შემცირდება, ან შეწყდება, იქამდე პუტინს კვლავ ექნება ფული უკრაინელების დასახოცად. ვლადიმირ პუტინმა ეს ომი თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად დაიწყო. კარგი ომი, ყოველთვის ეხმარება დიქტატორს.…

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის განცხადებას სოლედარის დაკავების შესახებ უარყოფენ

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სოლედარის დაკავების შესახებ უარყოფენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს. „ბრძოლები თავად ქალაქში მიმდინარეობს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული ძალები გავიდნენ სოლედარიდან, სინამდვილეს არ შეესაბამება. იქ ბრძოლები მიმდინარეობს. დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რომ არ გავასაჯაროვოთ ჩვენი მებრძოლების ტაქტიკური მდგომარეობა. ჩვენს ძალებს მოწინააღმდეგის ძალები აღემატება, რადგან მათ ამ მიმართულებაზე ძალების მაქსიმუმი გადაისროლეს. თუმცა ჩვენი მეომრები ამ დრომდე იბრძვიან თავად ქალაქში“, – განაცხადა ჩერევატიმ. https://mcm.ge/174021/

მეტი...

უკრაინის რადამ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ ოთხ სახალხო დეპუტატს – ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინსა და ანდრეი აქსიონოვს უფლებამოსილება შეუჩერა. მანდატების ჩამორთმევის გადაწყვეტილების საფუძველი ოთხი დეპუტატისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტა გახდა. ანდრეი აქსიონოვმა კი,  დეპუტატის მანდატზე ნებაყოფლობით თქვა უარი. შეგახსნებეთ, 10 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ დეპუტატებს – ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა. მისი თქმით, აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა.  

მეტი...

,,რუსეთი ყოველდღე 500-600 ჯარისკაცს კარგავს, უკრაინა კი – 10-ჯერ ნაკლებს”- რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსები  ყოველდღიურად დაახლოებით 500-600 ჯარისკაცს კარგავენ, უკრაინა კი ამ რაოდენობის მეათედს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს ტანკებს, საბრძოლო თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს 300 კმ-ზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად. „ჩემს ქვეყანაში ომი მაქვს. ისინი ურტყამენ ჩემს ქალაქებს, ჩემს საავადმყოფოებს, ჩემს საბავშვო ბაღებს, ჩემს სკოლებს. მათ მოკლეს ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი არიან მოძალადეების, მკვლელების და მძარცველების არმია. რა არის ესკალაციის შემდეგი დონე?“ – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მეტი...

ზუგდიდის შესასვლელთან სამგზავრო ავტობუსს ხე დაეცა

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს, რომელშიც მგზავრები იმყოფებდნენ ხე დაეცა. შემთხვევა ზუგდიდის შემოსასვლელთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა, თუმცა მძღოლმა სწრაფად დამუხრუჭება მოასწრო. ხემ ავტობუსის წინა ნაწილი დააზიანა. ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში მეოთხე დღეა ძლიერი ქარია.

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქი სოლედარი აიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე კონტროლი დაამყარეს. უწყების ცნობით,  ქალაქი ხუთშაბათს საღამოს აიღეს. უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ქალაქ სოლედარის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

მეტი...

„მისი მოხმარება შესაძლოა ფატალურიც გახდეს!“ – სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განცხადება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი – NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდან გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, იგივე მწარმოებლის, სამკურნალო პრეპარატები – DOK-1 Max და AMBRONOL – მინარევის სახით, დიეთილენ გლიკოლს და/ან ეთილენგლიკოლს შეიცავდა. აღნიშნული ნივთიერებები ტოქსიკურია ადამიანისთვის და მისი მოხმარება შესაძლოა ფატალურიც გახდეს. „საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული წამლების რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე არ ხდება, თუმცა, რეგულირების სააგენტომ, შეაჩერა და ბაზრიდან გამოითხოვა, იგივე მწარმოებლის, სხვა პრეპარატი“, –…

მეტი...

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 13 იანვარს 9 მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით”- ნინო გოგორიშვილი

,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით,”- ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა იმ პერიოდში, მიმდინარეობდა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით. ,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.  გარდა ამისა, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, რაც თქვენ ახსენეთ, მე ვთვლი რომ არის საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა. ფორმა 100-ც არსებობს, რომელიც არის სამედიცინო დოკუმენტაცია, უზარმაზარი, რომელიც დევს საქმეში”,- განაცხადა გოგორიშვილმა. ,,რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა”- ნინო…

მეტი...

,,რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა”- ნინო გოგორიშვილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალმა ექიმ ნინო გოგორიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით მიმდინარეობდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის ადვოკატის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. ,,მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებები სრულად არის მოკლებული საფუძველს. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა იმ პერიოდში, მიმდინარეობდა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით. ყველა ინფორმაცია ცნობილი და გადაცემული იყო ცენტრ ”ემპათიას” როგორც თავმჯდომარისთვის, ასევე წევრებისთვის. ასევე სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო კომისიისთვის. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. გარდა ამისა, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, ვფიქრობ, ეს არის საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა”,- განაცხადა ნინო გოგორიშვილმა. ცნობისთვის, შალვა ხაჭაპურიძის…

მეტი...

,,სწორი იყო ქალბატონი გიული”- ირაკლი ზარქუა

,,ყველაფერი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს, სამარცხვინოა – სწორი იყო ქალბატონი გიული – პარაზიტობენ და ვეთანხმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ  განაცხადა. მისივე თქმით, „მაგნისტსკის სიის“ სააკაშვილის კონტექსტში გაფართოებაზე საუბარი არასერიოზულია. „არასერიოზულია ეს, მერამდენედ უნდა დამტკიცდეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს ყველაფერი სამარცხვინოა. მოასვენონ ის ადამიანი – პატიმარი სააკაშვილი, რატომ აწვალებენ? პოლიტიკურად დაიწყეს გამოყენება და სწორი იყო ქალბატონი გიული – პარაზიტობენ და ვეთანხმები. პარაზიტობს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ფლანგი, არც ერთს არ ადარდებს სააკაშვილი, კეთილისმსურველი ეტყოდა – მიატოვე ის შიმშილობა და მიიღე ის სერვისები, რასაც გაწვდიან. არ ადარდებთ, ეს…

მეტი...

,,ომში ბელარუსის ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება. მისი თქმით, ბელარუსის ადგილი ცივილიზებული ქვეყნების რუკაზე მომავალში სწორედ უკრაინის ომში ჩართვაზე იქნება დამოკიდებული. „ყოველ შემთხვევაში მეზობლები ვართ. ასეა თუ ისე, ბელარუსი გავლენას მოახდენს ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკაზე. ეს ქვეყანა ჩვენი და პოლონეთის მეზობელია, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და პოლონეთისთვის. ეს ასევე ეხება უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენს რეგიონში და უსაფრთხოების გარანტიებს მთელ ევროპაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს, გაიმარჯვოს სიმართლემ და კომპეტენციამ…კომედი შოუს სერიალია”- ირაკლი ზარქუა

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაატარონ, ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს, გაიმარჯვოს სიმართლემ და კომპეტენციამ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ”ეს ყველაფერი კომედი შოუს სერიალია, ერთმანეთს კომპრომატებს უწერენ, ერთმანეთს უგდებენ, შემდეგ „აბაროტს უღებენ“. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაფრთხილებ, ჩვენ ვაკვირდებით და თუ იქნება გაყალბება, მოსყიდვა, დაშინება, ხელების გადაგრეხვა, იცოდეთ, არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვამთ და შევშფოთდებით-ავღშფოთდებით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, რომ დაიცვან სამართლიანი არჩევნების უფლება და არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაატარონ. მე ჩემი არჩევანი მაქვს – ე,…

მეტი...

„მაგნიტსკის სიაში“ პირველი უნდა იყოს თავად სააკაშვილი”- დიმიტრი ხუნდაძე

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „მაგნიტსკის სიაში“ პირველი თავად მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩაწერონ. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება სააკაშვილმა დაიწყო. „ვინმე თუ აპირებს „მაგნიტსკის სიის“ შედგენას – ვინ მიიღო მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და შემდეგ შეეცადონ სიის შედგენას. ასეთი სიის შედგენას დადასტურებამდე თუ აპირებენ, ვფიქრობ, ამ სიაში პირველი უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან თავისი ჯანმრთელობის დაზიანება დადასტურებულად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. გამოაცხადა შიმშილობა, უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რაც დადასტურებულია. ასევე, ერთ-ერთმა…

მეტი...

რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს და ამისთვის მობილიზაციის ახალ ტალღებს განახორციელებს. მათივე ცნობით, მობილიზაციის ახალი ტალღისთვის, რუსეთის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის და ასევე გაწვეული მოქალაქეებისთვის სასწავლო ცენტრებს ამზადებენ. „უკრაინის სამხედრო დაზვერვა არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს მობილიზაციის შემდეგ ტალღას. კიდევ 500 ათასი ადამიანი შევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რაც ტერორისტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, შექმნას სტრატეგიული რეზერვები“, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.

მეტი...

,,არ გვესმის რა ვითარებაში ვართ?…თავს ისულელებ?”- პუტინმა ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი გააკრიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა  ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი საჯაროდ გააკრიტიკა, სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების შეკვეთების შესრულებისას ძალიან ნელა მოქმედების გამო. “ძალიან დიდი დრო სჭირდება! ძალიან დიდი დრო. არ გვესმის რა ვითარებაში ვართ?” – განაცხადა პუტინმა. პუტინმა მინისტრს 2023 წელს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების კონტრაქტების არარსებობის გამო უსაყვედურა და მოუწოდა კომპანიებს დააჩქარონ პროცესი, რათა შეასრულონ შეკვეთები. ,,თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი მზადაა, მაგრამ არ არის კონტრაქტები, ამას გეუბნებით. მოდი, შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ… მე ვიცი, რომ არცერთი კონტრაქტი არ არის გაფორმებული. საწარმოების დირექტორებმა მითხრეს. თავს ისულელებ?”- განაცხადა პუტინმა.

მეტი...

საბერძნეთში 60 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელმაც 20 წლის ქალს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა

საბერძნეთში, სალონიკში 60 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრში ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე 60 წლის კაცმა 20 წლის გოგოს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქალი ავტობუსში ადიოდა. მედიის ინფორმაციით, 20 წლის ქალმა არასასრუველი ფიზიკური კონტაქტის გამო, პოლიციაში სარჩელი შეიტანა, რის საფუძველზეც კაცი დააკავეს.

მეტი...

პირველადი მონაცემებით, ფოთში ქარმა 32 კორპუსისა და 120 კერძო სახლის სახურავი დააზიანა

ფოთის მუნიციპალიტეტი მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვის. როგორც ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია 33 კორპუსი, 121 სახლი , 4 სკოლა 3 ბაღი. „მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გატარდა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომა. ამ დროისთვის, ქალაქში სრულად აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს. შესაბამისი უწყების ჯგუფები უწყვეტად აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. მერიაში შექმნილი მობილური ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აგრძელებენ მონიტორინგს. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, ხორციელდება მყისიერი რეაგირება. ფოთის მერიაში შექმნილი საგანგებო…

მეტი...

,,რუსეთმა დაადასტურა, რომ ცოცხალია უკრაინის 23 მოქალაქე, რომლებიც გარდაცვლილად ითვლებოდნენ”- უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრი ლუბინეცის განცხადებით, 23 უკრაინელი, რომელიც დაღუპულად მიიჩნეოდა, ცოცხალი აღმოჩნდა. ამის შესახებ დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამში“ წერს. „რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულთან ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა. პირველ რიგში, განვიხილეთ სამოქალაქო პირთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეები და გმირები, რომლებიც დაღუპულებად ითვლებოდნენ, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ცოცხლები არიან – ჩვენი 23 ბიჭი. ეს უდიდესი პოზიტივია“, – წერს ლუბინეცი. უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენების შეხვედრა ანკარაში გაიმართა.

მეტი...

,,ღამე სოლედარში ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა”- ანა მალიარი

„ეს არის ომის რთული ეტაპი, მაგრამ უკრაინა უდავოდ გაიმარჯვებს“, –  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები „მამაცურად ცდილობენ თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას“. „სოლედარში ღამე ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა. მტერმა თითქმის ყველა ძირითადი ძალა დონეცკის მიმართულებით გადაისროლა და შეტევის მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს,“ – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მეტი...

უკრაინულმა მხარემ გამოძიება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით,  უკრაინულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, უკრაინული მხარე კავშირზეა უფლებადამცველებთან. “კახექსიური პროცესები გრძელდება და ღრმავდება, რაზეც რამდენი ხანია უკვე ექიმები ლაპარაკობდნენ. ახლა ცოტა ხნის წინ ამერიკელი ექსპერტიც ლაპარაკობდა. ეს რაც შეეხება ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, სახარბიელო მდგომარეობა არ არის. რაც შეეხება მეორე მხარეს, უკრაინა ძალიან გააქტიურებია, მართლმსაჯულება უკრაინის. ძალიან დაინტერესებულია, იკვლევენ, დაიწყეს ძალიან აქტიურად კვლევა მისი მოწამვლის. დიახ, დიახ, უკრაინამ დაიწყო გამოძიება”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,აშშ-ს საქართველოს მიმართ ვასალური დამოკიდებულება აქვს”- გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილი განცხადებით,  აშშ-ს საქართველოს მიმართ „ვასალური დამოკიდებულება“ აქვს. მისი თქმით, ცხადია იმ „მიზნის წყარო, რასაც ჰქვია მეორე ფრონტი საქართველოში“. „კასიანოვმა პრაქტიკულად ის აღიარა, რომ ისინი სარგებლობენ ამერიკის მიერ დელეგირებული უფლებით საქართველოში. ეს არის აქ ყველაზე საყურადღებო, რასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის. ნედ პრაისის განცხადება, რომ ჩვენ უკრაინას მივეცით დელეგირება საქართველოსთან მიმართებაში – ვასალური დამოკიდებულება, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების არასწორი დამოკიდებულება – იქ შედით, აქ გაისეირნეთ, ევროპარლამენტარების დამოკიდებულება, ახლა კი კასიანოვმა პირდაპირ თქვა, უკრაინის ხელისუფლების განცხადება ეკუთვნის ამერიკის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილების ფარგლებში ბატონ კასიანოვს, შესაბამისად, ცხადია, საიდან არის…

მეტი...

რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ჩამოერთვათ ქონება – ვოლოდინის ინიციატივა

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, რუსეთიდან წასულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს ქონება ჩამოერთმევათ. ვოლოდინის აზრით, ემიგრანტების საჯარო განცხადებები უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებელია, შეფასდეს ექსტრემიზმისკენ მოწოდებად. „საზღვარგარეთ მყოფნი ისინი აქირავებენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ ჰონორარების მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. ამასთან, აძლევენ საკუთარ თავს უფლება, საჯაროდ დაასხან ტალახი რუსეთს, შეურაცხყოფენ ჩვენს სამხედროებს და ოფიცრებს. გრძნობენ თავს დაუსჯელად და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მიწვდება“, – განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერი.  

მეტი...

ევროპაში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

ევროპაში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს. საუბარია მეტალებზე, რომლებსაც მობილურებისა და რაკეტების წარმოებაში იყენებენ. ამჟამად ევროპაში მსგავსი მეტალების მოპოვება არ ხდება. სტოკჰოლში აცხადებენ, რომ ახალი აღმოჩენა ევროპას ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. როგორც შვედეთში იუწყებიან, აღმოჩენილ საბადოში მილიონ ტონაზე მეტი მეტალი ინახება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ასეთ მეტალებზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 5-ჯერ გაიზრდება. 2021 წელს ევროკავშირი იშვიათი სახეობის მეტალების 98%-ის ექსპორტს ჩინეთიდან ახდენდა.  

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს და ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძესა და ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს სააგენტოების სამოქმედო გეგმა და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის: • ვირუსული და ზოონოზური დაავადებების პრევენციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები; • დედაქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაცია/რევაქცინაციის საკითხი; • ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაავადებების გავრცელების მაქსიმალურად აღმოფხვრის მიზნით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გაძლიერების საკითხი და სხვა. ,,ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლა, განსაკუთრებით საუბარია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდებ ისეთ საშიშ დაავადებებზე, როგორიც არის ჭირი…

მეტი...

სტიქია სამეგრელოში – ძლიერმა ქარმა 960-ზე მეტი სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება გამოიწვია. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის,  5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის,  10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. მუნიციპალური სამსახურებისა და ენერგო პრო ჯორგიას ჯგუფების მიერ მინდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე ამიტომაც აბაშის მერიის მიერ მოხდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა…

მეტი...

,,უკრაინა ნატო-ს დე ფაქტო წევრი გახდა”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს დე ფაქტო წევრია. მისი თქმით, ეს სიტყვები, შესაძლოა, ორაზროვნად ჩათვალონ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად ნატო-შიც, რადგან ევროატლანტიკური ალიანსს არ სურს, რომ ომის მონაწილედ მიიჩნეოდეს. „უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები გახდნენ ნატო-ს წევრები – დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. რადგან ჩვენ გვაქვს იარაღი და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ ნატო-ს დე იურე წევრებიც გავხდებით,“ – განაცხადა რეზნიკოვმა.  

მეტი...

აღენიშნებოდა სახის შეშუპება და სისხლჩაქცევები – როგორია აშშ-ის პირველი ლედის მდგომარეობა

აშშ-ს პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს, კანზე ორი სიმსივნური წარმონაქმნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, 71 წლის პირველმა ლედიმ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხლებით, რვა საათზე მეტი გაატარა სამედიცინო ცენტრში ამბულატორიული პროცედურისთვის. თეთრი სახლის ექიმის თქმით, მათ ყველა სიმსივნური ქსოვილი ამოიღეს. „ყველა სიმსივნური ქსოვილი წარმატებით იქნა ამოღებული და კიდეები გავწმინდეთ კანის კიბოს უჯრედებისგან. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ტერიტორიას, როდესაც ის შეხორცდება, მაგრამ არ ვვარაუდობთ, რომ დამატებითი პროცედურები იქნება საჭირო”, – აღნიშნა ექიმმა. ექიმის თქმით, ჯილ ბაიდენს აღენიშნებოდა სახის შეშუპება და სისხლჩაქცევები, მაგრამ კარგ ხასიათზე იყო და თავს კარგად გრძნობდა.

მეტი...

აზერბაიჯანის მოქალაქეებმა სატვირთოებით 6 კგ ოქროს ნაკეთობები საქართველოში მალულად შემოიტანეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც სატვირთო ავტომანქანებით, თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის საქონლის ტრანზიტულად ტრანსპორტირებას, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოიტანეს საერთო ჯამში 6 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს. საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს…

მეტი...

,,უკრაინასთან მოლაპარაკებები პირდაპირ, მედიატორების გარეშე უნდა გაიმართოს”- რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი

,,რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, განახლების შემთხვევაში, დიდი ალბათობით პირდაპირი იქნება, მედიატორების გარეშე, რაც საუკეთესო ვარიანტია,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეორე დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პოლონჩუკმა განაცხადა. მისი თქმით,  უკრაინულ მხარესთან შარშანდელი მოლაპარაკებები პირდაპირი იყო. „თუ და როდესაც ეს კონტაქტები განახლდება, ისინი, დიდი ალბათობით, პირდაპირიც იქნება და ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასავლელი შუამავლები ხშირად ახორციელებენ საკუთარ მიზნებს და ცდილობენ მოლაპარაკებებზე გავლენა მოახდინონ და მოქმედებენ არა კონფლიქტის მოგვარებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პოლონჩუკმა.

მეტი...

რუსეთმა ომში 114 130 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 13 იანვრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 114 130; ​ტანკი – 3 098; ჯავშანტექნიკა – 6 167;საარტილერიო სისტემა – 2 086; სარაკეტო სისტემა – 437; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 218; თვითმფრინავები – 286; ვერტმფრენი – 276; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 865; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 833; გემი/ნავი/კატარღა – 17;​ სპეციალური აღჭურვილობა – 184.

მეტი...