ოკუპანტების მიერ დაკავებული ლაშა ხეთერელი გათავისუფლდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლაშა ხეთერელი პატიმრობიდან რამდენიმე საათის უკან გათავისუფლდა. „ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნავს სუს-ის ინფორმაციაში.  

მეტი...

მგზავრი მეტროში ჩავარდა

მეტროსადგურ „ვაჟა  ფშაველაზე“ მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა. აღნიშნულის გამო, მეტრო მოძრაობა გაჩერებულია. როგორც ადგილიდან ინფორმაცია ვრცელდება, მგზავრის ამოყვანა მოხერხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

მეტი...

„ვერავინ გეტყვით ზუსტად, როდის დასრულდება ეს ომი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით,  ალიანსის მოკავშირეები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. „მთავარია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ზუსტად  ვერავინ გეტყვით,  როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც დასრულდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ გააგრძელებს მეზობლებზე თავდასხმას. უნდა გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, მაგრამ ასევე მოვძებნოთ ჩარჩოები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი სხვა დროს არ შეიჭრას უკრაინაში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

„იზამენ, ესენი ყველაფერს იზამენ“ – წერილი 212-ე საკნიდან  

„იმედია, იმას აღარ ფიქრობთ, რომ “ამას როგორ იზამენ”. იზამენ. ყველაფერს იზამენ, სანამ ივანიშვილს ქვეყანას არ ჩამოვაშორებთ“ – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. “გუშინ ვწერდი, რომ ისტორიის გადაწერა რუსული Playbook-ის აუცილებელი ნაწილია. ასეთი ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვანელოებში ცვლილებებით ხდება. თუმცა, “ოცნება”, როგორც ჩანს, ბევრად მასშტაბური და მძიმე ღალატით დაიწყებს: 2008 წლის ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას შექმნიან. წინა ხელისუფლების ბრალის გარდა, “იპოვნიან” დასავლეთის წვლილსაც ომის დაწყებაში. აგერ, კონდოლიზა რაისი სააკაშვილს რატომ იცავს, თავისი აგენტის საქართველოდან გაყვანა უნდათ ამერიკელებს, რომ არ ალაპარაკდეს – ეს უკვე თქვეს და უფრო…

მეტი...

ერთი მანქანაში ჩაცხრილეს, მეორეს მდგომარეობა კრიტიკულია

ცნობილია იმ ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა, ვინც გორში, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ირაკლი კობერიძეს  ცეცხლსასროლი იარაღით 20-მდე ტყვია ესროლეს. ვანო ღვინაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. ღვინიაშვილს ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მას კიდევ ამზადებენ ოპერაციისთვის. როგორც გორის კლინიკის ექიმი აცხადებს, მდგომარეობა კრიტიკულია.  მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 35 წლამდე მამაკაცი. დაპირისპირება გორში, რკინიგზის დასახლების სამრეცხაოში დაიწყო, რომელიც შემდეგ გარეთ გაგრძელდა. არის ვერსია რომ ბრალდებული მოკლულს და დაჭრილს ჩაუსაფრდა. ვანო ღვინაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ექიმ იგორ გეორგიანის ინფორმაციით, ოპერაციული მკურნალობა გრძელდება.

მეტი...

მინისტრის განცხადებით, ელჩებს სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა არც მოუთხოვიათ

იუსტიციის მინისტრი კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას გუშინ, ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებთან შეხვედრასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანაზე საერთოდ არ უსაუბრიათ. „ ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ასევე, შვედეთის ელჩთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში. კერძოდ, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით. ეს იყო შეხვედრის ძირითადი პათოსი. იყო, რა თქმა უნდა, საუბარი სხვა საკითხებზეც, თუმცა, ამის შესახებ არ ვისაუბრებ შეგნებულად, რადგან ასეთია შეთანხმება ელჩებთან, რომ დეტალურ შინაარსობრივ…

მეტი...

„თუ არ დაემორჩილება რეკომენდაციებს, მისი მდგომარეობა გაუარესდება“ – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობასთან. როგორც რატი ბრეგაძე აცხადებს, თუ სააკაშვილი ასე გააგრძელებს, მისი მდგომარეობა გაუარესდება. „თუ მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. ამ საკითხს არავითარი კავშირი აქვს პოლიტიკასთან. ეს არის სასჯელის მოხდა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში.  ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ყველას მხრიდან – შეწყდეს საკითხის პოლიტიზება. მეორე, როდესაც ადამიანს სურს, რომ გამოჯანმრთელდეს, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს. ეს არის მეორე, კატეგორიული მოთხოვნა და ამ სიტუაციიდან გამოსავალი. თუ ის არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა…

მეტი...

„ჩვენი და სააკაშვილის მომხრეების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა“ – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსა და პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ინტერესები რადიკალურად განსხვავებულია. „ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი და სააკაშვილისა და მისი მომხრეების რადიკალური ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ჩვენი ინტერესია ამ ადამიანის ჯანმრთელობა, ეს ხალხი კი შეგნებულად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და მან ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება“, – აცხადებს მინისტრის რატი ბრეგაძე.  

მეტი...

„არც ერთი მტკიცებულება, ამ ადამიანის წამების ან მისადმი არაადამიანური მოპყრობის ჩვენ არ გაგვიგია“ – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მტკიცებულება მისი წამების შესახებ არ არსებობს. „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს. ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი გაჟღერდება, უნდა იყოს მტკიცებულებით გამყარებული, მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი; არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანასაც უნდა წარმოადგენდეს ის. არც ერთი მტკიცებულება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ადამიანის წამების ან მისადმი არაადამიანური მოპყრობის ჩვენ არ გაგვიგია.  შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი…

მეტი...

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის“ საბოლოო რედაქცია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ. ყურადღება დაეთმო „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ და „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,…

მეტი...

გორში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

რამდენიმე წუთის უკან, გორში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა მანქანის სამრეცხაოში მოხდა და ის ადგილზე დაწყებულ შელაპარაკებას უკავშირდება. მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი აიყვანეს.  

მეტი...

„ჯერ კიდევ არის დრო, იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ამ ტიპის კანონს“ – შვედეთის ელჩი

„ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შვედეთს ელჩი საქართველოში კომენტარს აკეთებს და ა,ბობს, რომ ეს კანონი არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან. როგორც ურლიკ თიდესტრომი აცხადებს, საქართველოს შეუძლია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და უარი თქვას ამ კანონზე. „შეშფოთებული ვართ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. გვჯერა და უკვე განვაცხადეთ კიდეც, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან.  ჯერ კიდევ არის დრო. იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ამ ტიპის კანონს. იმედი გვაქვს,  რომ საქართველო თავისი ენერგიისა და ძალისხმევის ფოკუსირებას მოახდენს იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც შესაბამისობაშია 12 პუნქტთან, რომელიც, თავის…

მეტი...

„დემარში შეთანხმებული იყო ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან“ – შვედეთის ელჩი

შვედეთის ელჩი საქართველოში ურლიკ თიდესტრომი, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრასა და დემარშის გადაცემასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დემარში შეთანხმებული იყო ევროკავშირის წევრს ყველა ქვეყანასთან. „საქართველოს იუსტიციის მინისტრს გადავეცით ევროკავშირის ერთობლივი დემარში. ეს დემარში შეთანხმებული იყო 27 წევრ ქვეყანასთან. ჩვენ ეს გავაკეთეთ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოხსენებაზე შეშფოთების გამო“ – განაცხადა შვედეთის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროში მინისტრ ბრეგაძესთან ევროკავშირისა და შვედეთის ელჩების შეხვედრა გუშინ შედგა.  შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ ყოფილა.

მეტი...

სისხლიანი დაპირისპირება გორში – მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი ადამიანი

სისხლიანი დაპირისპირება გორში – რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ადამიანი. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

რუსეთმა ხერსონის დეოკუპირებული ტერიტორია დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეგიონის დეოკუპირებული ტერიტორია დაბომბეს. მათივე ცნობით, დაბომვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ,,28 თებერვალს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ დაბომბა ქალაქ ხერსონის საცხოვრებელი უბნები და გარეუბნების დასახლებები. რაიონულ ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსთან ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, ასევე დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ექიმებმა სცადეს გადარჩენა, მაგრამ მისი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო” –  ნათქვამია უწყების განცხადებაში.    

მეტი...

,,ეს არის ახლა ჩვენი ახალი რეალობა? კიდევ რამდენი რეგიონს შეეხება მომავალში თავდასხმა?”- თინა კანდელაკი

,,ეს არის ახლა ჩვენი ახალი რეალობა? კიდევ რამდენი რეგიონს შეეხება მომავალში თავდასხმა? არის თუ არა ვინმე მზად ჩვენს ხალხს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს?“,- ასე ეხმიანება კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას. კანდელაკს აინტერესებს, აქვს თუ არა  თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ქალაქების დაცვის გეგმა. „დღეს ჩვენს ხუთ რეგიონს დრონები დაესხნენ თავს. საბრძოლო თვითმფრინავებმა ბელგოროდის რეგიონში საცხოვრებელი კორპუსები გაანადგურეს. დრონები ნახეს ქალაქ ტუაფსეშიც და ხანძარი „როსნეფტის“ ტერმინალში გაჩნდა. საბრძოლო თვითმფრინავები ნახეს ბრიანსკის რეგიონსა და ადიღეში. მეხუთე რეგიონი კი მოსკოვის რეგიონია, სადაც თვითმფრინავი ბენზინგასამართ სადგურთან ჩამოვარდა. დრონის თავდასხმის გეოგრაფია, როგორც ხედავთ,…

მეტი...

საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით,  საქართველოში  ელჩის დანიშვნის პროცესი უკვე ფინალურ ეტაპზეა. მისი თქმით, ის თუ როდის ჩავა დიპლომატი საქართველოში,  უკვე პოლიტიკური საკითხია. ,,ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენ თითიც არ გაგვინძრევია, რომ ურთიერთობები გაგვეფუჭებინა საქართველოსთან. პირიქით, ჩვენ ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ მათთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის”, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მეტი...

,,მისმა მიღებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას”- გიორგი კვირიკაშვილი ”ხალხის ძალის” კანონპროექტზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. ,,არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ სამწუხაროდ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეუწონლობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023…

მეტი...

,,დამნაშავის შეფარებით, ევროპამ მაშინ მიგვიყვანა ზღვრამდე, სადაც შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა”- პაპუაშვილი სააკაშვილზე

,,სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, რა იქნებოდა ქუჩაში, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სააკაშვილს სასჯელი უკვე მისჯილი ჰქონდა, ის ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. „ერთი რამ უნდა ითქვას და ამას გეტყვით როგორც საქართველოს მოქალაქე. 2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მესამე ინსტანციით მიესაჯა სასჯელი, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში. მათ შორის, დადიოდა ბრიუსელის კორიდორებში. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ დამნაშავისთვის ხელის დაფარება ახალისებს მას, რათა არიოს სიტუაცია საქართველოში. გვახსოვს,…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს”- დმიტრო კულება

,,საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე და მე ვიბრძოლებ მისთვის”,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა. ,,სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ დაიცავენ მის უფლებებს, ისივე როგორც იმ სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უკრაინის პასპორტები აქვთ”,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მეტი...

,,არ არსებობს “სამშვიდობო გეგმები” რუსული ჯარების გაყვანამდე”- მიხაილო პოდოლიაკი

,,არ არსებობს “სამშვიდობო გეგმები” რუსული ჯარების გაყვანამდე,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” წერს. ,,ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა” დროის ბომბია. რუსეთის ფედერაცია დაჟინებით მოითხოვს მას “კონფლიქტის გაყინვისთვის”, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად და სამხედრო ძალაუფლების გასაძლიერებლად. 9 წელში გავიგეთ “ცეცხლის შეწყვეტის” სისხლიანი ფასი. არ არსებობს “სამშვიდობო გეგმები” რუსული ჯარების გაყვანამდე,”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

„სატყეო სკოლაში“ სწავლა დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის „სატყეო სკოლა“ ფარგლებში მიმდინარე სასწავლო კურსი დასრულდა. ცენტრმა „სატყეო სკოლა“ მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით განახორციელა, სადაც IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ტყის მართვის სისტემისა და ტყის ბიომრავალფეროვნების შესახებ. ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამა „სატყეო სკოლა“ ყოველწლიურად ჩატარდება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა კურსდამთავრებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს საქართველოს ტყეები, ტყის როლი მდგრადი განვითარების…

მეტი...

მოსკოვის ოლქში უკრაინული საფრენი აპარატი ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში, უკრაინული საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული UNIAN-ი რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აპარატი სოფელ გუბასტოვოში, “გაზპრომის” გაზის სადგურის სიახლოვეს ჩამოვარდა.

მეტი...

,,მთელი მისი გარემოცვა და ოჯახი მობილიზებულია სააკაშვილი იყოს ცუდად”- გია ვოლსკი

  ,,მთელი მისი გარემოცვა და მისი ოჯახი მობილიზებულია იმისთვის, რათა სააკაშვილი იყოს ცუდად,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სიტემა, სააკაშვილის ოპონენტები და  ციხის ადმინისტრაცია მობილიზებულები არიან იმისათვის, რომ სააკაშვილი იყოს კარგად. ,,მთავრობის მიმართ შეიძლება გააკეთო რაღაც დემარში, შენი პოზიცია გამოხატო, თუმცა ეს ისეთი ხისტი არ არის, როგორიც გაუხარდებოდა ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს. ამ თემაზე პასუხი არის ძალიან მკაფიო – პირველი, არ აქვს ხელისუფლებას არანაირი რესურსი და არც უნდა ჰქონდეს, რომ სასამართლოს მიუთითოს, რა გააკეთოს ნებისმიერი პოლიტიკური ვითარების შემთხვევაში და მეორე, როგორც ჯანდაცვის სიტემა, ისე…

მეტი...

,,ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში”- იაგო ხვიჩია

,,არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში,”- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პროპუტინისტურის და არ მიიღებენ. „კანონპროექტი შეგნებულად არის პროპუტინისტური, რომ ამას დისკუსია გამოეწვია. თუ ამ კანონს მიიღებენ მასზე ვეტო, რა თქმა უნდა, დასადებია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში, მაგრამ ამ დროს ჩავლილი იქნება ჯარის რეფორმა და თქვენს ოპერატორებს, შეყვარებულებს, საყვარლებს იძულებით წაასხამენ ჯარში”,- განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი...

,,არ მახსენდება არც ერთი დემარში მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს”- არჩილ თალაკვაძე

,,სამწუხაროდ, არ მახსენდება არც ერთი დემარში მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს, როდესაც სააკშვილის პტეზიდენტობის პერიოდში მართლა ჯანდაცვის და არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში დგას გათავისუფლების მიზანი. „მჯერა, რომ უახლოეს დღეებში ეს შეხვედრა შედგება. რაც შეეხება გადაყვანას, არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში დგას გათავისუფლების მიზანი. მიზანი არის, როგორმე ის გაარიდონ მართლმსაჯულებას, რომელიც სამართლიანმა სასამართლომ, მათ შოროს სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ…

მეტი...

,,მარცხისთვის განწირული რუსული ჭაობისკენ არის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია”- გიორგი ვაშაძე

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო ღრმა საბოტაჟში შევიდეს და ფორსირებული რეჟიმით უნდა, მიიღოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონი,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მარცხისთვის განწირული რუსული ჭაობისკენ არის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. „სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო ღრმა საბოტაჟში შევიდეს და ფორსირებული რეჟიმით უნდა, მიიღოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც ბორელიდან დაწყებული, გაეროთი გაგრძელებული და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტით დამთავრებული, ევროკომისია, ელჩები, ევროპარლამენტარები, აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ევროკავშირის წევრობა სტატუსის გარეშე არ არსებობს. სამწუხაროდ საქმეს, რომელიც გვქონდა, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად კიდევ უფრო გვირთულებს. „ქართული…

მეტი...

ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაჭრილია 5 წლის ბავშვი

ოკუპირებულ ცხინვალში, სამშაბათს, საკუთარ ავტომობილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად დაჭრილია 5 წლის ბავშვი, ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი განყოფილებაში თავად გამოცხადდა. „მსროლელის ვინაობა დადგენილია, ეს არის ცხინვალის მკვიდრი ანდრეი ხუგაევი, რომელიც ნებაყოფლობით ჩაბარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი თქმით, რომ მკვლელობის მიზეზი მტრული ურთიერთობები იყო” – განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გაზაევმა.  

მეტი...

„38,3 აქვს სიცხე, წნევაც მაღალი, ადამიანი გაილია“- გიული ალასანია

„38,3 აქვს სიცხე, წნევაც მაღალი, ადამიანი გაილია“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა. „38,3 აქვს სიცხე და წნევაც მაღალი. წონა 66 კილოგრამი და 700 გრ. ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ -მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო. ადამიანი გაილია“, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით,  იუსტიციის მინისტრისთვის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით გადაცემულ დემარშის წერილში საუბარია, რომ სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება უცხოეთში გადაყვანა. „ამ წერილში წერია ზუსტად ეგ, აბა, რას მოაწერეს ხელი მათ, როგორ ბრძანდებითო? მოიკითხეს? სწორედ ეგ წერია, რომ არის მძიმე მდგომარეობა, სასწრაფოდ საჭიროებს გადაყვანას.…

მეტი...

,,ვეტოს დავადებ”- სალომე ზურაბიშვილი ”ხალხის ძალის” კანონპროექტზე

სალომე ზურაბიშვილი  „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას აანონსებს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. „რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ვეტოს დავადებ! მე სამართლებრივი პოზიცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. ამდენად, ჩემთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,ახლა არის უნიკალური მომენტი უკრაინაში კონფლიქტის შესაჩერებლად”- ლუკაშენკო

,,ახლა არის უნიკალური მომენტი უკრაინაში კონფლიქტის შესაჩერებლად მანამ, სანამ რუსეთი ეკონომიკას საომარ რეჟიმზე არ გადაიყვანს,”- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, სხვა ასეთი სიტუაცია შეიძლება, აღარ იყოს. ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ აშშ-მა აიძულა კიევის რეჟიმი უარი ეთქვა რუსეთთან ნებისმიერ დიალოგზე. „რუსეთი დღეს მზადაა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ის ამას აკეთებს პირველივე დღეებიდან: მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა ბელარუსიაში მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, შემდეგ ისინი (მოლაპარაკების მონაწილეები) გაემგზავრნენ სტამბოლში, შემდეგ კი საერთოდ უარი თქვეს, თუმცა მაგიდაზე იყვნენ „მოგვარების გეგმა იყო“, – განაცხადა ლუკაშენკომ.  

მეტი...

,,მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, დევს სააპელაციო სასამართლოში ჯერ, როგორც ჩანს, დირექტივა არ მიუღიათ ზემოდან”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში ექსპრეზიდენტის საქმე უკვე თითქმის 5 დღეა შესულია, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. ადვოკატი საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასამართლო დირექტივას ელოდება ,,დაცვის მხარე ამჟამად ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც საქმე შესულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. დღეს იმედია გაირკვევა, როდის იქნება პროცესი. რა თქმა უნდა, გაჭიანურებაა, მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, დევს სააპელაციო სასამართლოში და ჯერ, როგორც ჩანს, დირექტივა არ მიუღიათ ზემოდან, რა უნდა გააკეთონ და ელოდებიან დირექტივას. სხვას ვერაფერს ვერ მივაწერთ…

მეტი...

,,რაღად უნდა ამას მიწისძვრა, უმიწისძვროდაც ვახერხებთ თვითლიკვიდაციას”- თეა გოდოლაძე

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ქუ­ჩის ზე­მოთ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. სეისმოლოგის თქმით, მიწის ჩამოწოლის შესახებ მოსახლეობამ დარეკა. ,,ეს არის ტიციან ტაბიძის ქუჩის ზემოთ, ვაკეში. გუშინ მოსახლეობამ დაგვირეკა მიწა ჩამოწვაო. ძალიან ბევრჯერ ვთქვით! არ დატვირთოთ შენობებით ლისის და მთაწმინდის ფერდი თქო. დანაპრალებას და მეწყერს იწვევს. არ შეიძლება ასეთი მშენებლობები და გრუნტის ჭრა. არ არის კარგი უბანი ვაკე ასეთი მშენებლობებისთვის. ასეთი დანაპრალება ლოკალურად ერთი ჩაჭრის ბრალი არა მგონია იყოს. ძალიან დაიტვირთა ვაკეში ფერდი! ძალიან! რაღად უნდა ამას მიწისძვრა, უმიწისძვროდაც ვახერხებთ!! თვითლიკვიდაციას,”- წერს თეა გოდოლაძე.

მეტი...

,,სარაკეტო თავდასხმის საფრთხე” – რუსეთში, რადიო და ტელევიზია განგაშის სიგნალებს ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, რუსეთის რეგიონებში რადიო და ტელევიზია მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალებს ავრცელებს. რადიოსადგურებიდან ისმის ხმა “სარაკეტო თავდასხმის” გაფრთხილებისა და თავშესაფრებში გადასვლის მოწოდებით. არსებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის სიგნალები გაისმა ვორონეჟის, ბელგოროდისა და კრასნოდარის მხარეში გაისმა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ჰაკერების მიერ, გამაფრთხილებელი სისტემების გატეხვის შედეგია.

მეტი...

,,კარგია, რომ არარსებული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ იხლიჩება”- მამუკა მდინარაძე

,,არარსებული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ რომ იხლიჩება, ეს კარგია, რადგან ყველაზე მავნებელია პარტიაა და ქვეყნისთვის კარგია, რონ დაღმართისკენ მიდის,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცუდი ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა. „ხაბეიშვილამდე „ლეველებს“ მელია შეწვდება. მათი დაშლის პროცესი რომ დაწყებულია, ეს არის ფაქტი. მათ ვერ უშველა ვერც მათმა მედიამ. „ნაცმოძრაობა“ მედია პროდუქტია და რეალურად არ არსებობენ. ყველა მტკიცებულებით დასტურდება, რომ რომ არა მათი მედია მხარდაჭერა, „ნაცმოძრაობა“ ფიზიკურად, როგორც პოლიტიკური პარტია არ არსებობს. არარსებული პარტია კიდევ რომ იხლიჩება, ეს კარგია, რადგან ყველაზე მავნებელია პარტიაა და…

მეტი...

,,ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი”- ფრიდონ ინჯია

,,ცნობილია, რომ ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო,”- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გააგრძელებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და პარლამენტში შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია. ,,ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და მათ გარეშე ვერცერთ ზემოთ ნახსენებ ქმედებას ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ბუშის 2005 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოში. ამერიკელებმა კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვას, რუსეთის პასუხი…

მეტი...