ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ბრალდებას უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებული შტატების ბრალდებების პასუხობს და აცხადებს, რომ რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებიათ. „მცდარი ფაქტების გაყალბებით იმიჯის შელახვის მცდელობა სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რეაქციას. შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ არასასურველი შედეგები მოჰყვება, თუ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ჭორების გავრცელებას განაგრძობენ“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ს საქმეთა დეპარტამენტის უფროსი – კვონ ჯონგ-გუნი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთ კორეა“ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით არაერთხელ დაადანაშაულეს.

მეტი...

„გადაუვადოს სასჯელი“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კი არა, სასჯელის გადავადებას ითხოვენ. „ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი.  თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს. იქნებ, აქ რჩება და აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას? მე არ ვიცი ჯერ“,- განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან.

მეტი...

რუსული ხომალდები მზადყოფნაშია

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში რჩება თხუთმეტი რუსული ხომალდი, მათ შორის 3 რაკეტმზიდი, რომლებიც აღჭურვილია დაახლოებით 20 კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტით. მათივე ინფორმაციით,  ხმელთაშუა ზღვაში ცხრა რუსული ხომალდია განთავსებული, მათ შორის ხუთი კალიბრის ტიპის სარაკეტო მზიდებით.  

მეტი...

„კოვიდის მეშვიდე დღეა, კრიტიკული დღეები გვაქვს“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

„ორჯერ მეტი გადასხმა უტარდება, ვიდრე ადრე“ – აცხადებს გიული ალასანია მედიასთან. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი დედამ დღეს მოინახულა. მისი თქმით, ვითარება უარესობისკენ მიდის. „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, უარს ამბობს გადასხმებზე. რეალურად, 2-ჯერ იმაზე მეტი გადასხმა უტარდება, ვიდრე მანამდე. ერთადერთი ხელოვნურ კვებაზე ამბობს უარს… კოვიდის მეშვიდე დღეა, კრიტიკული დღეები გვაქვს, ამიტომ 38.4 ჰქონდა ტემპერატურა და აქვს ხველება. ერთადერთი, ხელოვნურ კვებაზე ამბობს უარს. ინვალიდის ეტლს იყენებს, 2 ნაბიჯს ვერ დგამს აბაზანამდე. ვერ დგამს ფეხს, ლამის ჩემი წონა გახდა ამ სიმაღლე ადამიანი“, – აღნიშნა ალასანიამ კლინიკის დატოვების შემდეგ.  

მეტი...

ირანში უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განხორციელდა

ირანში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ირანული მხარის ინფორმაციით,  ქალაქ ისპაჰანის სამხედრო ქარხანაზე  უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განხორციელდა. ირანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა, დაზიანებულია სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. „საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ თავდასხმას არ მოჰყოლია მსხვერპლი და მცირე ზიანი მიაყენა ქარხნის სახურავს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ირანში წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა. ირანული მხარე არ აცხადებს,  თუ ვინ შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი თავდასხმის განხორციელებაში.  

მეტი...

კლინიკა “ვივამედში” გული ალასანია მივიდა

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილთან დედა, გიული ალასანია იმყოფება. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მისი შვილის ჯანმრთლობის მდგომარეობა ყოველ წუთიერად მძიმდება. როგორც გიული ალასანია ამბობს, მდგომარეობის გართულების გამო, ის გუშინ კლინიკაში ორჯერ გამოიძახეს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გიული ალასანია მედიასთან კლინიკიდან ამოსვლის შემდეგ ისაუბრებს. როგორც მან აღნიშნა, შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე, მის შვილს სასჯელი უნდა გადაუვადონ.  

მეტი...

„ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორალურ-ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას“ – უკრაინული მხარე

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, ვინც „როსატომზე“ მუშაობაზე უარი თქვა, სამუშაოზე აღარ უშვებენ. „ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორალურ-ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, რომლებმაც ოკუპანტებთან სამუშაო კონტრაქტს არ მოაწერეს ხელი, სადგურზე შესასვლელი საშვები დაუბლოკეს, ხოლო თანამშრომლებს, რომლებსაც დააძალეს კონტრაქტისთვის მოეწერათ ხელი, ხელფასის შემცირების შესახებ განუცხადეს იმ მიზეზით, რომ სადგური არ მუშაობს“, – აღნიშნულია  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

მეტი...