,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით”- ნინო გოგორიშვილი

,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით,”- ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა იმ პერიოდში, მიმდინარეობდა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით.

,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.  გარდა ამისა, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, რაც თქვენ ახსენეთ, მე ვთვლი რომ არის საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა. ფორმა 100-ც არსებობს, რომელიც არის სამედიცინო დოკუმენტაცია, უზარმაზარი, რომელიც დევს საქმეში”,- განაცხადა გოგორიშვილმა.

,,რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა”- ნინო გოგორიშვილი

მსგავსი თემები