უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს

კრემლი ისევ იმუქრება. მუქარის თემა კი უკრაინის იარაღით მომარაგებაა. როგორც კრემლის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, უკრაინის იარაღის მომარაგებისთვის საფასურის გადახდა თავად უკრაინელ ხალხს მოუწევს. „ყველა ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ გზით პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს უკრაინის იარაღით მომარაგებასა და უკრაინის ტექნოლოგიური დონის ამაღლებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება. მთავარია, რომ ამ ქმედებებისთვის უკრაინელ ხალხს მოუწევს ფასის გადახდა, მთელი ამ ფსევდო მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს პესკოვი. მან გერმანული ტანკები – „ლეოპარდ 2“-იც ახსენა და აღნიშნა, რომ რუსეთი თვალს ადევნებს უკრაინისთვის მისი მიწოდების განვითარებას.  

მეტი...

პროკურატურამ, კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ექთანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, პაციენტი ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი სამედიცინო ისტორია გაიხსნა. „პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი – „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას 500 მილიონი ევროს დახმარებას გადასცემს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკავშირი უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება მეშვიდე ტრანშთან დაკავშიებთ,  ბრიუსელში, ევროკავშირის 27 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას მიიღეს. ამჯერად, გადაწყვეტილებას მხარი უნგრეთმაც დაუჭირა, რომელმაც ადრე დახმარების პაკეტი დაბლოკა.  

მეტი...

სამუშაო საათის შემცირებას ბიზნესსექტორი არ ეთანხმება და კანონის გასწორებას ითხოვს

2023 წლიდან საქართველოში სამუშა საათი 48 საათიდან (კვირაში) 40 საათამდე შემცირდა. ბიზნესსექტორის წინააღმდეგობის მუხედავად, მთავარობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მაინც მიიღო. სექტორში კი აცხადებენ, რომ მსგავსი ნორმები მათთისსაც და ამ სფეროში დასაქმებულებისთვისაც დამაზიანებელია. „2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება პერსონალი და ახალი რეგულაცია, როდესაც სასტუმროებში 48-საათიანი ლიმიტი შეცვალეს 40 საათამდე. ტურიზმის მთელი მიმართულება არის სეზონურ ტურიზმზე დამყარებული და ადამიანები დაძალებით არ მიდიან. პირიქით, როცა ადამიანი მიდის კურორტზე სამუშაოდ, ის მორალურად მზად არის, იმუშაოს მეტი, ვიდრე 40 საათი. ეს ადამიანი ცხოვრობს კურორტზევე, იმავე სასტუმროში, სადაც მუშაობს. გარემო ისეთი აქვს, რომ მთელი დღის განმავლობაში…

მეტი...

კერძო სექტორი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, კლიენტები თანხას უკან ითხოვენ

ზამთრის კურორტებზე სეზონის ჩავარდნის გამო, ამ ბიზნესით დაკავებულების რთულ ვითარებაში აღმჩდნენ. როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, არ არის გამორიცხული, ბიზნესს მთავრობის დახმარება ისევ დასჭირდეს. „ტრადიციულ ბაზრებად ითვლებოდა რუსეთი და უკრაინა, აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტილი გვაქვს. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა და კლიენტთა უმრავლესობამ თანხები უკან მოითხოვა, რაც წინასწარ ჰქონდათ ჩარიცხული სასტუმროებში. კერძო სექტორი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ასევე ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობად ითვლება. უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების საკითხს კანონმდებლობით ვერ ვარეგულირებთ“ – აღნიშნა შალვა ალავერდაშილმა „მედიაცენტრ მთავაში“. მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით…

მეტი...

„უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მისი განცხადებების დამახინჯებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. „უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას – საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.…

მეტი...

„ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის“ –  სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში მიმდინარე ომს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომს უწოდებს. როგორც ლავროვი აცხადებს, ამ ომს დასავლეთი დიდი ხანი ამზადებდა. „როდესაც ვსაუბრობთ რაც ხდება უკრაინაში, ეს აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნამდვილი, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობს რა გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ენიდან დაწყებული კულტურამდე“, – აცხადებს სერგეი ლავროვი. შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვი სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. ის საკუთარ კოლეგას, პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.  

მეტი...

,,არსებობს გლობალური ინტერესები საქართველოსთან, მათ შორის, მეორე ფრონტთან მიმართებით”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეგნებულად ხდება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რასაც საფუძვლად უდევს პოლიტიკური ინტერესები მისი თქმით, არსებობს გლობალური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, მეორე ფრონტთან მიმართებით. „სამწუხაროდ, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის მაღალ დონეზე, საერთაშორისო მედიაში, იმის თაობაზე, თითქოს, საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქტის შეტანა რუსეთის ფედერაციაში, რაც ჩვენ არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ არის ტყუილი. მოგვიანებით ეს კითხვა გაჟღერდა „CNN-ის“ ეთერში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მიერ. ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა. დღეს მე…

მეტი...

მიიღებს თუ არა პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას? – პესკოვის პასუხი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, აპირებდა თუ არა ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მომავალ არჩევნებში. მისი განცხადებით, “ძალიან ნაადრევია” საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. “პრეზიდენტს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პესკოვმა. პესკოვის თქმით, პუტინს “ძალიან აქტიური გრაფიკი და დატვირთული დღის წესრიგი” აქვს.

მეტი...

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განგაშია სუმის, ხარკოვის, პოლტავას, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და კიროვოგრადის ოლქებში. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი“ – ანდრეი ერმაკი

,,ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს. რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას ასეულობით ტანკი სჭირდება. „ჩვენ გვჭირდება ტანკები – არა 10-20, არამედ რამდენიმე ასეული. ჩვენი მიზანია 1991 წლის საზღვრების აღდგენა და მტრის დასჯა, რომელიც გადაიხდის მათი დანაშაულისთვის. დემოკრატიის საერთო მიზანი ავტოკრატიასთან ბრძოლაში არის სტაბილური განვითარებისა და მკაფიო მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფა. უკრაინის გამარჯვების გარეშე ეს არ მოხდება. ამიტომ, ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს. რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი“, – წერს ერმაკი…

მეტი...

,,2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ 1000-ზე მეტი ოპერაციაა შეჩერებული და გაუქმებული, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი”- ლაშა ხუციშვილი

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაახლოებით 1 000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ვერ იარსებებს კითხვები, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება. „ბრალდებისას სიტყვების გარდა, რაღაცა ფორმით მაინც უნდა იყოს მტკიცებულებები წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ასეთი მტკიცებულებები არ არის, რისი შეფასების და პასუხის გაცემის შესაძლებლობაც გვექნებოდა. ბუნებრივია, ასეთი მტკიცებულებები ვერ იქნება, რადგან ბუნებაში არ არსებობს. როცა ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე, ეს საბაჟო ოპერაციების ყველანაირ სახეობას…

მეტი...

,,ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული, იქიდან აიღო იარაღი და დაიწყო სროლა”- ადგილობრივი თავდამსხმელზე

საგარეჯოში შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვები განახლდა. სამართალდამცავები თავდამსხმელის, ნოდარ ათუაშვილის ყოფილი ცოლის მეგობრებსა და მეზობლებსა კითხავენ. მეზობლის ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი ნაქირავები ავტოფარეხიდან აიღო, თავდაპირველად რამდენჯერმე გასროლა ყოფილი მეუღლის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა, რის შემდეგაც მესამე სართულზე, საცხოვრებელ სახლში ავიდა. „ვიცოდი მეუღლისგან, რომ გაფორმებული იარაღი დაჰქონდა ჩანთით და იმუქრებოდა. მეზობლებთან არაადეკვატური არ იყო, მაგრამ ძალიან უაზრო რაღაცებზე ეჭვიანობდა. ერთს ვიტყვი, რომ მიცვალებული არც მანავში დაიკრძალება, არც კოსტავას ქუჩაზე, არც გზატკეცილზე, მიცვალებულს კორპუსში არ მივიღებთ. ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული კოსტავაზე, უბანში, იქიდან აიღო იარაღი და პირველი კორპუსიდან დაიწყო სროლა, ჯერ გარეთ ისროდა,…

მეტი...

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. მედიის ცნობით, პრეზიდენტის გუნდი კონკრეტული სამინისტროების გაუქმებას ან გაერთიანებას განიხილავს. წყაროების ინფორმაციით, ცვლილებები პირველ რიგში, უკრაინის ენერგეტიკის, სპორტისა და მრეწველობის მინისტრებს შეეხებათ. მედიის ცნობით, რადას დეპუტატებს განათლების მინისტრისა და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციებზე სურთ ცვლილებები, თუმცა ამ მიმართულებით ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ. ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იღებენ.

მეტი...

დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. დადგენილების პროექტის თანახმად, აღნიშნული ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად 1 000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის…

მეტი...

სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მთავრობამ დამატებით 20 მილიონი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი“, – აღნიშნულია განკარგულებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტებს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოეყოფა. „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის…

მეტი...

,,მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე  უარესდება, გუშინწინ კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა”- გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე  უარესდება. მისი თქმით, გუშინწინ სააკაშვილს კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა. “ჩვენ ვხედავთ, რომ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე  უარესდება, თუნდაც გუშინ წინ კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა, კიდევ ერთი კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც არის უკვე კრიტიკულზე მძიმე ვითარება. ამიტომ მე იმედს ვიქონიებ, რომ მოსამართლე მიიღებს ძალიან მალე გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ძირითადი მოწმეები უკვე დაკითხულები არიან”, – აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.  

მეტი...

,,თუ ხარ დეპუტატი და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს,  უნდა დაეხმარო ქვეყანას”- არახამიას თქმით, მოადგილეს თანამდებობიდან გაათავისუფლებს 

„კანონი თუ დარღვეულია, ამისთვის პასუხისგებაა აუცილებელი,”- ამის შესახებ უკრაინის მმართველი ფრაქციის მეთაურმა, დავით არახამიამ განაცხადა. არახამიას განცხადებით, თანამდებობიდან გაათავისუფლებს მოადგილეს, რომელმაც ომის მიმდინარეობისას კიევში ფეშენებელური კერძო სახლი შეიძინა. „შენ თუ ხარ დეპუტატი და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს, შენ უნდა დაეხმარო ქვეყანას. ეს შენი ვალდებულებაა. ამიტომ, ამ ქმედების მორალური შემადგენელი არ შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს და ხედვას იმის შესახებ, თუ რას უნდა აკეთებდეს დეპუტატი ომის დროს. ამის გამო პაველ ხალიმონი ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდება“, – წერს არახამია ტელეგრამ არხზე. ცნობისთვის, „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, „სლუგა ნაროდას“ ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ…

მეტი...

,,საგარეო უწყების საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა” – ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის გახსნის ცერემონია გაიმართა. მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საკონსულო სამსახურის გამართულად, ეფექტიანად მუშაობის აუცილებლობას და  ყურადღება გაამახვილა როგორც სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. „მინდა, თითოეული თქვენი ნაბიჯი და ყოველდღიური საქმიანობა საზღვარგარეთ…

მეტი...

უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ – ესპანეთის პოლიციამ დაჯგუფების წევრები დააკავა

ესპანეთის პოლიციამ დააკავა დაჯგუფების წევრები, რომლებიც 3 არალეგალურ ქარხანას ფლობდნენ და მათში უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ. ”ბიბისის” ინფორმაციით, სპეცოპერაცია ესპანეთის 3 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 27 ადამიანი დააკავეს. ქარხნებს შეეძლოთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი სიგარეტის კოლოფის დამზადება, რომლებიც ესპანეთში და მის ფარგლებს გარეთ კონტრაბანდის გზით იყიდებოდა. ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილები ქარხნებთან არსებულ თავშესაფრებში ცხოვრობდნენ. ისინი ტერიტორიას არ ტოვებდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არალეგალურად იყო შესული. სამართალდამცველებმა ქარხნებისა და 20-ზე მეტი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, 41 მილიონი დოლარის ღირებულების თამბაქო, ძვირად ღირებული მანქანები, სამკაულები და დიდი რაოდენობით ნაღდი…

მეტი...

,,თითქოს მე ვთქვი, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა ომს არ წააგებს”- არესტოვიჩი

,,რუსეთი შეეცადა, გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს მე ვთქვი, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინაში აგორებული სკანდალები კრემლის მიერ კოორდინირებული ოპერაციაა, რომელიც რუსეთის დიდი შეტევის წინ მიმდინარეობს. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უკრაინა ომს არ წააგებს. მეორე – ომის მოგება უფრო რთული გახადა, რადგან პუტინს ძალიან არ სურს ამ ომის წაგება და დიდ ძალისხმევას ახორციელებს, რათა არ დამარცხდეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა. მისი თქმით, რუსეთის ცდილობს, უკრაინელებს ყურადღება ომიდან სხვა საკითხებზე გადაატანინოს. „ეს არის დიდი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს უკრაინისთვის გადამწყვეტი ბრძოლის…

მეტი...

,,ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ ეს ყველაფერი ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს”- გიული ალასანია

ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ ეს ყველაფერი ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, პროცესები ჭიანურდება და დაკითხვები სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის არაფერს იძლევა. „ორი-სამი დაკითხვის შემდეგ უკვე დიაგნოზები სრულიად ნათელი იყო და რას ვითხოვთ ჩვენ? ჯანმრთელობის გამო გადავადებას. ამაზე პასუხები დიდი ხანია გაგვეცა. ასე რომ დანარჩენი ახლა – დაკითხვა, პენიტენციური სისტემის, ბადრაგების, ჯანმრთელობისთვის რას გვაძლევს? არაფერს! ნული!” – განაცხადა ალასანიამ.

მეტი...

,,ყოველგვარი რეაგირების გარეშე…ნინო ნადირაძე სასამართლო პროცესზე დაბარებულია”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა ”ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ ნინო ნადირაძის განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება არ ექნებათ. „მიხელ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით. ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე… ჩვენ ქალბატონ ნინოს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება, ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გვექნება. ნინო ნადირაძე სასამართლო პროცესზე დაბარებულია, თუ ჩვენებაში იტყვის და გააჟღერებს,…

მეტი...

,,სააკაშვილი ექიმებს აგინებს, შეურაცხყოფას აყენებს, ბოთლებს ესვრის, ალკოჰოლს მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა”- გურამ მაჭარაშვილი

,,სახეზეა სიმულაციები. ექიმებს აგინებს, შეურაცხყოფას აყენებს, ბოთლებს ესვრის, ალკოჰოლს მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა”, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ოროთახიან ლუქსში ფეხი-ფეხ გადადებულია და ასე იხდის სასჯელს. „ეს ადამიანი ექიმების რეკომენდაციებს არ ემორჩილება, ანუ ოროთახიან ლუქსში იმას არ ასრულებს, რისთვისაც შიმშილობდა და ციხიდან საავადმყოფოში გადასვლას ითხოვდა. წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რომ თუ განიკურნება, ეს ვეღარ იქნება სასჯელისგან თავის არიდების მოთხოვნის საფუძველი. სახეზეა სიმულაციები. ექიმებს აგინებს, შეურაცხყოფას აყენებს, ბოთლებს ესვრის, ალკოჰოლს მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა და ექიმებს არ უჯერებს. ოროთახიან ლუქსში ფეხი-ფეხ გადადებულია და ასე…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამ რუსლან გამისონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მოქალაქე რუსლან გამისონიას წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის ზაფხულის შემდეგ ქართულ მხარეს აფარებს თავს. მათივე ცნობით, გამისონიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა და მედიაში საჯარო მოწოდებების გამო, რომლებიც “აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობასთან წინააღმდეგობაში მოდის” ე.წ. პროკურატურის განმარტებით, 2022 წლის აგვისტოში გამისონიამ სოციალურ ქსელ Tik Tok-ზე, ბუავ დაურ ტარიელოვიჩის სახელზე რეგისტრირებულ გვერდზე, გამოხატა იდეები ვიდეოებით, რომლებიც “შეიცავს ფარულ მოწოდებას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ”, რომ აფხაზეთი “შეუერთდეს” საქართველოს. მათივე ცნობით, გამისონია განზრახ მკვლელობისთვისაა გასამართლებული, ასევე გულრიფშის რაიონულმა სასამართლომ ადრე გაასამართლა რუსეთის…

მეტი...

,,ოროსანი მატყუარაა კობახიძე”- გიორგი ვაშაძე

,,ოროსანი მატყუარაა კობახიძე… აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულდს,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ”კობახიძე ტყუილია თავიდან ბოლომდე”. „ტრანზიტზეა აქ საუბარი – სანქცირებული ნივთის ტრანზიტზე. ტრანზიტი რომ სხვა არის და ექსპორტი რომ სხვა არის, ეს ხომ ყველამ ვიცით. ცენტრალურ მაგისტრალზე შეგიძლიათ გახვიდეთ და უზარმაზარი კოლონა რომ დგას დიდი მანქანების, რომლებიც რუსეთში ცდილობენ გადასვლას საქართველოს გავლით, ესეც ხომ ყველამ ვიცით. ამიტომ ტყუილია ეს ყველაფერი და ასე რომ იტყუება, ეს პირიქით მტკიცებულებაა, რომ მართლა სამშობლოს ღალატთან და რუსეთთან კოლაბორაციასთან გვაქვს საქმე. რაც…

მეტი...

,,ზოგიერთმა შიდა პროცესმა და დემოკრატიული წინსვლის შეფერხებამ, საქართველო უკან დახია”- პეკა ჰაავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განაცხადებით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა შიდა პროცესმა, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებამ საქართველო უკან დახია. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზის განსაზღვრისთვის ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ. „პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვართ უკრაინისა და მოლდოვის პროგრესით. საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზის განსაზღვრისთვის ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. როგორც ვიცი, უფრო შიდა პოლიტიკური საკითხებია, რომლებიც საქართველოში, ქვეყნის შიგნით უნდა გადაიჭრას. ცვლილებებისა და ამ ნაბიჯების შემდეგ, რასაკვირველია, მივესალმებით, რომ საქართველოც გაივლის ამ პროცესს, როდესაც მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული. სამწუხაროდ, ზოგიერთმა შიდა პროცესმა და დემოკრატიული წინსვლის შეფერხებამ, ქვეყანა უკან დახია, მაგრამ ვუსურვებთ,…

მეტი...

,,კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. „ირაკლი კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა. ცხადია, ჩვენ ეს სიმართლე ისედაც ვიცოდით, ჩვენი საზოგადოება ყველაფრის საქმის კურსში იყო, მაგრამ იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციისთვის, ფაქტებით, კონკრეტული ციფრებით მოხდა გაქარწყლება ასეთი პროვოკაციული განცხადებების თუ პოზიციების. ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ართმევს თავს გამოწვევებსა და ამოცანებს. თუ…

მეტი...

,,ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას”- ოპოზიციური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს აქციას გამართავს

,,ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე,”- ამის შესახებ აკია ბარბაქაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ. „ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, ვაიძულებთ კოლაბორაციონისტებს უკან დახევას, ვაიძულებთ, უარი…

მეტი...

თბილისში უძრავი ქონების ფასები ერთ წელში 14.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 24.0 პროცენტით არის გაზრდილი. საქსტატის განმარტებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს. საქსტატის ცნობით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 3.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე 8.9-პროცენტიანი ზრდა კერძო სახლების სეგმენტში. 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ფასების…

მეტი...

,,ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია – არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს”- გიული ალასანია

,,ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას უპასუხა. გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ექიმების მიერ დასახელებულ საკვებს ვერ იღებს. “მე არ ვიცი, შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ სპეციალისტებისგან და მაღალი დონის ექსპერტებისგან მოვისმინეთ, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი მოწამლულია. იმის გამო, რომ ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს, რომელიც არ გამოსულა ორგანიზმიდან, ამაზე აქ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ამის გამო, ადამიანი…

მეტი...

,,გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას”- დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩასვამენ ციხეში. „სავარაუდოდ გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას. არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მოროდიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“, – განაცხადა არახამიამ. არახამიას განცხადებით, ეს ეხება როგორც გენერატორების შესყიდვის საქმეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი დააკავეს და ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსადმი წაყენებულ ბრალდებას, რომ უწყება ჯარისთვის საკვებ პროდუქტებს ძვირად ყიდულობს.  

მეტი...

„გუდაურსა და ბაკურიანში სეზონი ჩავარდა“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში  ტურისტული სეზონი ჩავარდა. მისივე თქმით, ტურისტების უმრავლესობამ წინასწარ ჩარიცხული თანხები სასტუმროებისგან უკან მოითხოვა და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი. ,,სამწუხაროდ, კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში სეზონი ჩავარდა. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ წელს მოლოდინები იყო გაცილებით ნაკლები ტრადიციული ბაზრებიდან (რუსეთი, უკრაინა). წელს ახალი ბაზრიდან, ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულების განვითარება, 15 000 ებრაელ ტურისტს ველოდებოდით. სამწუხაროდ, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო სეზონი ჩავარდა. მომხმარებლის უმრავლესობამ წინასწარ ჩარიცხული თანხები სასტუმროებისგან უკან მოითხოვა. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა სექტორი,…

მეტი...

ხმაური კეკელიძეზე – მოსალოდნელი გამოსახლების გამო, მობინადრეებმა რკინის კარი შეადუღეს

თბილისში, კეკელიძის N1-ში ხმაური იყო –   დღეს ხატიაშვილების ოთხსულიანი ოჯახის გამოსახლება იგეგმებოდა, რომელსაც 10 თვის ჩვილი ჰყავს. თუმცა დილის 08:00 საათიდან კორპუსთან ხალხი შეიკრიბა. ხატიაშვილების ოჯახმა საცხოვრებელ ბინასა და სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარები შეადუღეს. ოჯახს კერძო მევახშის ვალი აქვს. კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან.

მეტი...

,,თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია” – დღევანდელი მონაცემები

,,23 იანვარი 10:00-11:00 საათის ფარგლებში თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია,”- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ”ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. მათივე შეფასებით, ჰაერის მდგომარეობა ნუცუბიძის პლატოზე არის – ცუდი ; დიღმის მასივში – ცუდი, ვარკეთილი – ცუდი; ყაზბეგის გამზირი – ცუდი; აღმაშენებლის გამზირი – ძალიან ცუდი; გლდანი – ცუდი. „ჰაერის მონაცემებს გაწვდით: დიდუბე, დიდი დიღომი, ისანი, საბურთალო(ნუცუბიძის პლატო), გლდანი, (ჩვენი აპარატები) და აღმაშენებლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი, წერეთლის გამზირი (მთავრობის აპარატები) “ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...