,,უკრაინა ნატო-ს დე ფაქტო წევრი გახდა”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს დე ფაქტო წევრია. მისი თქმით, ეს სიტყვები, შესაძლოა, ორაზროვნად ჩათვალონ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად ნატო-შიც, რადგან ევროატლანტიკური ალიანსს არ სურს, რომ ომის მონაწილედ მიიჩნეოდეს.

„უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები გახდნენ ნატო-ს წევრები – დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. რადგან ჩვენ გვაქვს იარაღი და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ ნატო-ს დე იურე წევრებიც გავხდებით,“ – განაცხადა რეზნიკოვმა.

 

მსგავსი თემები