“ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა, ვერ მოშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც მისივე თქმით, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. პრემიერის განმარტებით, როდესაც ერთ ადამიანს ვერ ელევიან, საზოგადოებისთვის ეს ფაქტი არის ინდიკატორი, თუ რა ამოძრავებთ სინამდვილეში ამ ადამიანებს.

„ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე დამნაშავეზე, თქვენ იცით, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როცა იმყოფებოდა ხელისუფლებაში, მერე რას აკეთებდა ცალკე თემაა, განსაკუთრებით როცა იყო ხელისუფლებაში. მას აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მის მიმართ მოქმედებს სასჯელები რამდენიმე დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ასეთ პირობებში ვერ ელევიან სააკაშვილს, ეს არის ინდიკატორი ქართული საზოგადოებისთვის, ინდიკატორი იმისა, სინამდვილეში თუ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები