,,სწორი იყო ქალბატონი გიული”- ირაკლი ზარქუა

,,ყველაფერი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს, სამარცხვინოა – სწორი იყო ქალბატონი გიული – პარაზიტობენ და ვეთანხმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ  განაცხადა.

მისივე თქმით, „მაგნისტსკის სიის“ სააკაშვილის კონტექსტში გაფართოებაზე საუბარი არასერიოზულია.

„არასერიოზულია ეს, მერამდენედ უნდა დამტკიცდეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს ყველაფერი სამარცხვინოა. მოასვენონ ის ადამიანი – პატიმარი სააკაშვილი, რატომ აწვალებენ? პოლიტიკურად დაიწყეს გამოყენება და სწორი იყო ქალბატონი გიული – პარაზიტობენ და ვეთანხმები. პარაზიტობს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ფლანგი, არც ერთს არ ადარდებს სააკაშვილი, კეთილისმსურველი ეტყოდა – მიატოვე ის შიმშილობა და მიიღე ის სერვისები, რასაც გაწვდიან. არ ადარდებთ, ეს იცის პატიმარ სააკაშვილის დედამ და ეს გამოხატა იმ ფარულ ჩანაწერში, რომელზეც როგორც გავიგე იყო შეთავაზება, რომ გადაემოწმებინა, იყო თუ არა სინამდვილე და უარი თქვა, გასაგებია ყველაფერი.

ე.ი. ექიმები და ექთნები უნდა შეიყვანონ სიაში, ვინც დღე და ღამე მუშაობენ, რომ პატიმარი სააკაშვილი კარგად იყოს? თუ მოსამართლეებზე უნდათ ზეწოლა განახორციელონ ამგვარი მიდგომით? ჩვენ გვესმის, რომ ეს მათი ხელწერაა, მაგრამ აერიათ დრო და სივრცე, ისინი არ არიან ხელისუფლებაში, როცა ასე აკეთებდნენ მანიპულაციას და შანტაჟის ენით ელაპარაკებოდნენ საზოგადოებას. ვერ აღვიქვამ ამას სერიოზულად, 2012 წლიდან რამდენი სია აქვთ შედგენილი იცით? მგონი მე-7, მე-8 სიაა, ვინც სიმართლეს ეუბნება და არ მოსწონთ, ისინი შეჰყავთ და მერე სად მიაქვთ ეს სიები ვერ ვხვდები ერთმანეთს უზიარებენ? ძველი სიები მაინც გამოაჩინონ – ვინმე დავიმატეთ, გამოაკლდა? გავაკეთოთ აუდიტი, რად უნდათ ეს ახალი სიები?” – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები