ბუდაპეშტში კაცმა სამართალდამცველები დაჭრა – ერთი პოლიციელი გარდაიცვალა

ბუდაპეშტში კაცმა სამართალდამცველები დაჭრა. ერთ-ერთი პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 12 იანვრის ღამეს მოხდა. პოლიცია მაშინ გამოიძახეს, როდესაც უცხო მამაკაცი ბინაში შესვლას ცდილობდა.

სამი ოფიცერი მის დაკავებას ცდილობდა, რა დროსაც, კაცმა დანით დაჭრა პოლიციელები და გაქცევას შეეცადა.

ერთ-ერთმა ოფიცერმა კაცს ფეხში ესროლა.

მსგავსი თემები