რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს და ამისთვის მობილიზაციის ახალ ტალღებს განახორციელებს.

მათივე ცნობით, მობილიზაციის ახალი ტალღისთვის, რუსეთის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის და ასევე გაწვეული მოქალაქეებისთვის სასწავლო ცენტრებს ამზადებენ.

„უკრაინის სამხედრო დაზვერვა არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს მობილიზაციის შემდეგ ტალღას. კიდევ 500 ათასი ადამიანი შევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რაც ტერორისტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, შექმნას სტრატეგიული რეზერვები“, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.

მსგავსი თემები