რუსეთმა ომში 114 130 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 13 იანვრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 114 130; ​ტანკი – 3 098; ჯავშანტექნიკა – 6 167;საარტილერიო სისტემა – 2 086; სარაკეტო სისტემა – 437; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 218; თვითმფრინავები – 286; ვერტმფრენი – 276; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 865; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 833; გემი/ნავი/კატარღა – 17;​ სპეციალური აღჭურვილობა – 184.

მსგავსი თემები