უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის განცხადებას სოლედარის დაკავების შესახებ უარყოფენ

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სოლედარის დაკავების შესახებ უარყოფენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს.

„ბრძოლები თავად ქალაქში მიმდინარეობს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული ძალები გავიდნენ სოლედარიდან, სინამდვილეს არ შეესაბამება. იქ ბრძოლები მიმდინარეობს. დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რომ არ გავასაჯაროვოთ ჩვენი მებრძოლების ტაქტიკური მდგომარეობა. ჩვენს ძალებს მოწინააღმდეგის ძალები აღემატება, რადგან მათ ამ მიმართულებაზე ძალების მაქსიმუმი გადაისროლეს. თუმცა ჩვენი მეომრები ამ დრომდე იბრძვიან თავად ქალაქში“, – განაცხადა ჩერევატიმ.

https://mcm.ge/174021/

მსგავსი თემები