პუტინის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის გაძლიერებით საომარ მოქმედებებს უწყობს ხელს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც პუტინი აცხადებს,  დასავლეთი უკრაინის გაძლიერებით საომარ მოქმედებებს უწყობს ხელს. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ დასავლეთის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით საომარ მოქმედებებს აძლიერებს. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის თქმით,   მართლმადიდებლური შობის პერიოდისთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე კიევის უარი მათი „ფარისევლური პოლიტიკის“ მაგალითია. „ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც დასავლელი სპონსორების მხარდაჭერით საომარი მოქმედებების გაძლიერებას ეყრდნობა“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.  

მეტი...

რუსეთმა ბრიტანელი დიპლომატი დაასანქცირა

რუსეთის ფედერაციამ დიდი ბრიტანეთის პირველ დიპლომატს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი თავად ავრცელებს. „რუსეთის მთავრობამ დამასანქცირა. თუ ეს არის ფასი უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერისთვის, მაშინ ბედნიერი ვარ, რომ დამასანქცირეს”, – აცხადებს ბრიტანელი დიპლომატი.

მეტი...

„რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესში თქვენს დასახმარებლად“ – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სტატუსის მიღების პროცესში ევროკავშირის საელჩო საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. ელჩს იმედი აქვს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, შედეგი პოზიტიური იქნება. „ამ წლის მიწურულს, ჯერ ევროკომისია, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს მიღწეულ პროგრესს და გადავწყვეტთ შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს მისწრაფებასთან დაკავშირებით, გახდეს ევროკავშირის წევრი. ვიმედოვნებთ პოზიტიურ შედეგს ამ წლის ბოლოს. პოზიტიური შედეგი ნიშნავს, მომდევნო ნაბიჯს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისკენ, კერძოდ, კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არა მხოლოდ თითებგადაჯვარედინებული ვიცდით, ასევე მზად ვართ, დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე პარლამენტს მიმდინარე სამუშაოებში“, – აღნიშნა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.  

მეტი...

“ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და სასამართლო პროცესების მალე დასრულების მოლოდინი აქვს. მისივე თქმით, პატიმრის უფლების პატივისცემა ხელისუფლების მოვალეობაა. „ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.  თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი დასრულდება მალე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ყველა პატიმრის უფლებას, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, როგორც ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში და როგორც პატიმრის უფლებებს. კიდევ ერთხელ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ…

მეტი...

,,მაგნიტსკის რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული, სააკაშვილი ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მაგნიტსკის და მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. მისი თქმით, მისი თქმით, მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული, სააკაშვილი კი უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს. „ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა და სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს. არანაირი შედარება მათ შორის არ შეიძლება, შესაბამისად, ამ…

მეტი...

მთის არწივი მთასვე დაუბრუნეს – მიხა პაპა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

მიხა პაპა გარდაიცვალა და მისი სურვილისამებრ მთაში გადაასვენეს და დაკრძალეს … მიუხედვად უამინდობისა მთის არწივი მთასვე დაუბრუნეს …უკვდავი იქნება „მარტო კაცის“ სახელი … მადლობა თითოეულ გულმხურვალე ქართველს მისი სურვილის ასრულებისთვის … . “ჩიტი საც იბადების, იმის ბაღდადი იქ არისო” “ჩამასხდებიან ყორნები, არ გაირევენ ძერასა, კაცო ვერ გადაურჩები, თავის ბედსა და წერასა” “რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა… ..”- გოდერძი ჩოხელი კადრებს დაკრძალვიდან ”მთის ამბები” ავრცელებს.

მეტი...

უკრაინა ევროკავშირისგან 3-მილიარდიან ტრანშს მიმდინარე კვირაში მიიღებს – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირისგან 18-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, პირველ სამმილიარდიან ტრანშს ამ კვირაში მიიღებს. მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერისთვის არის აუცილებელი. ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 18-მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას 2022 წლის დეკემბერში მიაღწიეს.

მეტი...

2022 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩაირიცხა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1438.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 133.2 პროცენტით – 305.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2 პროცენტი იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი მოდიოდა. ყველაზე მეტი თანხა, 317.31 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 43.20 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს…

მეტი...

პროკურატურა 5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს საქართველოს გენერალური პროკურატურა ეხმაურება. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. „საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც 5 ივლისს, TV პირველის ოპერატორის და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, მსჯავრდებულები ნაწილობრივ გამართლდნენ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ…

მეტი...

,,კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს “ნაციონალურმა მოძრაობამ”- მიხეილ სარჯველაძე

,,კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს “ნაციონალურმა მოძრაობამ”?! გაუგონარი ამბები ხდება,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი  თქმით, დამარცხებულ ნაწილს მოუწევს პარტიის დატოვება და ახალი პოლიტიკური სივრცეების ძიება. ,,არ მგონია სერიოზული იმის განხილვა, რომ ამ პარტიის მიერ შიდა არჩევნების ჩატარების შემდეგ, ისინი ზუსტად იმავე ფორმითა და სახით შეძლებენ პოზიციების შენარჩუნებას ქართულ პოლიტიკაში. იმდენად გაღრმავებულია დაპირისპირება და კონფლიქტი ჯგუფებს შორის, რომ შეუძლებელი იქნება იგივე ატმოსფეროს შენარჩუნება. მე არ მგონია, თუნდაც შანსის ნატამალია იმისა, რომ იგივე სახით განაგრძოს ამ პარტიამ ფუნქციონირება. როგორც ჩანს დამარცხებულ ნაწილს…

მეტი...

თურქეთში ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ მოკლეს – ერთ-ერთი ბრალდებული ქართველია

პირები, რომლებმაც ტრაპიზონში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად  რევაზ ლორთქიფანიძე, მეტსახელად „რეზო თბილისი“ მოკლეს, სასამართლოში გადაიყვანეს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი ქართველია. გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ ლორთქიფანიძეს მანქანიდან ესროლეს და დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი 65 წლის იყო.

მეტი...

ქალს ინტიმურ ფოტოებს ფარულად უღებდა, დაშორების შემდეგ, ფეისბუქში განათავსა – დაკავებულია ერთი პირი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1977 წელს დაბადებული  ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. „მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული…

მეტი...

გელათის ტაძრის წინამძღვარი კლინიკაშია მოთავსებული, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი

გელათის მონასტრის წინამძღვარის კელიაში ხანძარი გაჩნდა. მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ,,გელათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე იმყოფება რეანიმაციაში. კელიაში გასჩენია ხანძარი და მიიღო სხეულის მძიმე დამწვრობა. როგორც დედაომ მითხრა ხელოვნურად არის დაძინებული და მკურნალობენ. გთხოვთ მაქსიმალურად სთხოვოთ სასულიერო პირებს, რომ მოიხსენიონ სნეულებასა და განსაცდელში მყოფი არქიმანდრიტი იოსები ( ბურჯანაძე ) ღმერთმა შეიწიროს და შეისმინოს თქვენი ლოცვები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

,,ჩვენთვის ყველაზე ბნელი არის არა სინათლის გარეშე, არამედ თავისუფლების გარეშე ყოფნის დრო” – ზელენსკი

,,ჩვენთვის ყველაზე ბნელი დრო არის არა სინათლის გარეშე, არამედ თავისუფლების გარეშე ყოფნის დრო”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. მისი თქმით, დღეს რუსეთის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი. ,,დღეს, რუსეთის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი. ასეთი ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი კი დამარცხება იქნება. ეს ტერორი გახდა მტკიცებულება მათი სისუსტის და ტესტი ჩვენი გამძლეობისთვის. ჩვენთვის ყველაზე ბნელი დრო არის არა სინათლის გარეშე, არამედ თავისუფლების გარეშე ყოფნის დრო”,- წერს ზელენსკი,

მეტი...

დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათგან 3 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა 39 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 6 ბავშვია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვია. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ცნობისთვის, რუსეთმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბა.

მეტი...

,,თუ შეურაცხყოფ მეფეებს, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს, მიიღებ პასუხს, რასაც იღებს ბერძენიშვილი”- გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ყვარელში, ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციის ჩაშლას აფასებს. მისი თქმით, ვინც “შეურაცხყოფს იმ წმინდანებს, მეფეებსა და ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს, მიიღებს იმ პასუხს, რაც ბერძენიშვილმა მიიღო”. “თუ შენ შეურაცხყოფ იმ ადამიანებს, იმ წმინდანებს იმ მეფეებს, იმ ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პატივს სცემს და მერე შენ კიდე გინდა, რომ საჯარო სივრცეში ოპერირებდე, მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი. თუ ბერძენიშვილი კერძოდ მივა სადმე და ოჯახში რაღაცას იტყვის, იქ რაც უნდა ის ისაუბროს და რაზეც უნდა ისაუბროს, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს, მათ…

მეტი...

,,ხელფასის გაორმაგების მოთხოვნა ყველას შეუძლია, მაგრამ იმისი ადეკვატური უნდა იყოს, რა შესაძლებლობაც გვაქვს”- ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფოს ექიმებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს. „იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, მიმდინარე წელს იძულებული გავხდით, მინიმალური ხელფასები დაგვეწესებინა და განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასები. არ ვფიქრობ, რომ ეს მათთვის ადეკვატური, ღირსეული ხელფასია, თუმცა არის მინიმუმი ექთნის შემთხვევაში, 800 ლარამდე, ექიმის შემთხვევაში – 1 200 ლარის ფარგლებში. რაც შეეხებათ სასწრაფოს ექიმებს, თითოეულ მორიგეობაზე სასწრაფოს ექიმს უკვე ათპროცენტიანი ზრდით აქვს 250 ლარი დარიცხული დღეში. ვგულისხმობ თითოეულ მორიგეობას. სხვა ექიმებსაც, რომლებსაც მძიმე სამუშაო პირობები აქვთ, მაქსიმალურად გვერდით…

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაში რუსულ კვალს ხედავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი “ხალხის ძალის” განცხადებაში რუსულ კვლას ხედავს. „გაეცინა და თქვა, სრული ლუსტრაციაა საკუთარი თავისო. ანუ, არის იმის გაგრძელება, იმ კონტექსტის და ნარატივების, რაც თქვა ბატონმა პუტინმა“, – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა. ადვოკატის თქმით, „ხალხის ძალის“ განცხადება არის არაპირდაპირი გზით მიმართვა ხელისუფლებისთვის, დროულად გაათავისუფლონ სააკაშვილი. „პატრონებს რაც შეეხება, გუშინწინ მოვისმინე ბატონი პუტინის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ამერიკა იგონებს სააკაშვილებს, ზელენსკებს და ა.შ და ჩვენ გვიწევს ამ გამოგონებულ ფიგურებთან ბრძოლა, ერთი დავამთავრეთ და მეორეს დავამთავრებთ. ანუ, ესაა პუტინის ნარატივის გაგრძელება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც…

მეტი...

თელავში ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თელავში, ალაზნის გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, 25 წლის ქალი გარდაცვლილი აბაზანაში ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებების კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა სახელდება, თუმცა, მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

მეტი...

,,დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი ტანკები დაიწვება” – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ტანკები, რომლების გაგზავნასაც ბრიტანეთი უკრაინაში აპირებს “დაიწვება”. პესკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინას იყენებს თავისი ანტირუსული მიზნების მისაღწევად. “ისინი იყენებენ (უკრაინას) როგორც ინსტრუმენტს თავიანთი ანტირუსული მიზნების მისაღწევად. ეს ტანკები იწვის და დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენი”, – განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის,  ბრიტანეთის განცხადებით, უკრაინას უახლოეს კვირებში გაუგზავნის 14 მთავარ საბრძოლო ტანკს Challenger 2-ს, ასევე სხვა მოწინავე საარტილერიო მხარდაჭერას.  

მეტი...

,,ვისურვებდი, რომ სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია”- ლევან კობიაშვილი

,,ვისურვებდი, რომ სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია,”- ასე უპასუხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არის ის ერთადერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილმა. „ასე იყო 4 წლის წინ ჩატარებულ არჩევნებზეც. ვისურვებდი, რომ სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. ხელისუფლების კანდიდატი ვარ? არ ვიცი, ვისი ფავორიტი ვარ, მაგრამ ვიმეორებ – გამიხარდებოდა პრეზიდენტობისთვის სხვა კანდიდატებსაც რომ ებრძოლათ“,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში” გაიმართება.

მეტი...

,,სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა შეიძლება იყოს”- გიორგი კახიანი

სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული – , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმეს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა. „ცხადია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. თუ რაიმე რისკები არსებობს და შესაძლებელია, ასეთი რისკები არსებობდეს, მისი უსაფრთხოების ნაწილში, სახელმწიფო ყურადღებას კიდევ უფრო გაამკაცრებს და გააძლიერებს.…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დავოსში იმართება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი არიან.

მეტი...

გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი გადადგა. გერმანული მედიის ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. მედიის ცნობით, კრისტინ ლამბრეხტი მკაცრად გააკრიტიკეს ინსტრაგრამში გავრცელებული ახალი წლის გზავნილის გამო, სადაც ის საახალწლო ფოიერვერკების ფონზე, უკრაინაში ომსა და სარაკეტო დაბომბვებზე საუბრობდა. აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციურმა კოალიციამ კანცლერ ოლაფ შოლცს ლამბრეხტის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა.

მეტი...

ვარკეთილში არასრულწლოვნებმა მაღაზია გაქურდეს

ვრცელდება ფარულად გადაღებული ვიდეო – როგორ ძარცვავენ არასრულწლოვნები მაღაზიას. კადრებს ფეისბუქ გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ რამდენიმე პირმა მაღაზიის კარი ჩაამტვრია. უცნობია, რა წაიღეს ადგილიდან.

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულები ძალადობის ორგანიზებაში უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ასევე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მაია თეთრაულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.  მოსამართლემ მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცოტნე ჩიხლაძის მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. მას ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას…

მეტი...

,,არ მგონია, „ხალხის ძალაში“ პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ადამიანები იყვნენ”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ, მაგრამ არ მგონია, „ხალხის ძალაში“ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან, – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ”სწორედ იმისთვის მოწამლეს, რომ მოკლან“. „მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ. ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა ამას ცდილობენ. მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც რაღაც პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. ალბათ, ამ შინაარსის განცხადებას შესაშინებლად აკეთებენ, ყველას ერთად აშინებენ. იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, ალბათ. აბა ახლა, ჩვენ ვართ პატრონები და…

მეტი...

,,სააკაშვილი დაემუქრა თავის პატრონებს, თუ არ გაათავისუფლებენ, ალაპარაკდება, როგორც ოქროს მოწმე 2008 წლის ომზე”- მაჭარაშვილი

,,როგორც ჩანს, პატიმარმა სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა, დაემუქრა თავის პატრონებს, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, მტკიცებულებებს წარადგენს და ალაპარაკდება”,– ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი დაემუქრა ”თავის პატრონებს”, რომ ალაპარაკლება ”2008 წლის ომზე, საქართველოში მის შემოყვანაზე, ამ სპეცოპერაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა”. „ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის პატრონებისგან, უცხოეთიდან გვესმის, თითქოს მისი ციხეში ყოფნა ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციასა და ქვეყნის მომავალს. ახლა უკვე საუბარი დაიწყეს სააკაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, მათ შორის მაკფოლმა გაკეთა განცხადება, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს განსაზღვრავს…

მეტი...

რუსეთის ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს – არიან დაშავებულები

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. „კუპიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი: 41 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს“, – განაცხადა სინეგუბოვმა.  

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ”- გიული ალასანია

,,მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. გიული ალასანია მოძრაობა ”ხალხის ძალის”  განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ წევრებს ისევ ამერიკელების მხარდაჭერა აღიზიანებთ. ,,მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა”,- განაცხადა გიული ალასანიამ. ,,პატრონებმა თუ მიზანს ვერ მიაღწიეს,  რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება”- ”ხალხის ძალა”

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა – დაშავდა ხუთი ადამიანი

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის  მიერ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, იერიშის სამიზნე ქალაქის ცენტრი და გარეუბანი გახდა. მისი ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურა და ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

მეტი...

,,თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს”- ირაკლი ღარიბაშვილი

თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით მთავრობამ ახალი რეფორმა დაიწყო, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად და რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. „გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დავიწყეთ ახალი…

მეტი...

,,რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასი დავადგინეთ, რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა და ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. ,,გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად. რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფორმის…

მეტი...

უკრაინა სოლედარში პოზიციებს ინარჩუნებს – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, 15 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სოლედარში, ბახმუტის ჩრდილოეთით, „ვაგნერის“ ჯგუფის თავდასხმების ფონზე პოზიციებს ინარჩუნებენ. „საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს თანდათანობით წინსვლას ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით, კრემინას კიდეზე,” – ნათქვამია ანგარიშში. უწყების ცნობით, დონბასის ფრონტის კრემინასა და ბახმუტის მიმართულებებით შაბათ-კვირას ინტენსიური ბრძოლები გაგრძელდა.

მეტი...

აშშ-მა უკრაინული ძალებისთვის საწვრთნელი პროგრამა დაიწყო

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, გენერალმარკ მილის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული ძალების გაფართოებული საწვრთნელი პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობა, რათა ქვეყანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს. „ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმატებით დაიცვან თავიანთი ქვეყანა. უკრაინა მხოლოდ და მხოლოდ თავს იცავს და ცდილობს გაათავისუფლონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია“, – აღნიშნა გენერალმა მარკ მილიმ. მისი თქმით, სწავლება კვირას გერმანიაში, გრაფენვიორის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ”ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა კვირა, არავინ იცის. ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ კრიტიკულობის თვალსაზრისით, ამ წვრთნების საჭიროება…

მეტი...