ოთხი ქალაქის მერი კიევისკენ

ოთხი ქალაქის – ვარშავის, პრაღის, ბუდაპეშტისა და ბრატისლავას მერები კიევში მიემგზავრებიან. ინფორმაცია ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსიმ გაავრცელა. „თავისუფალი ქალაქების პაქტი თავისუფალ და ამაყ ქალაქ კიევში ჩავდივართ. თავისუფალი და ამაყი უკრაინის გულში”, – აცხადებს ტშასკოვსკი და ფოტოებსაც ავრცელებს. მერები მატარებლით მიემგზავრებიან.

მეტი...

არსებობს, ეჭვი რომ ჩინეთი „კორონავირუსოთ“ ინფიცირებულებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მალავს

ჩინეთში, დღემდე ისევ პანდემიური რეგულაციები მოქმედებს, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობამ საპროტესტო გამოსვლა არაერთხელ მოაწყო. როგორც „კორონავირუსის“ პანდემიის დაწყებისას, დღესაც არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთი ოფიციალურ ინფორმაციას მალავს და არ აცხადებს როგორცი ინფიცირების მაჩვენებელი და გარდაცვალება. აღნიშნულ თემაზე ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველომ ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებზე კონტროლი უნდა გააძლიეროს. „ცალკე თემაა COVID-ის გავრცელება ჩინეთში. ეს ქვეყანა ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, მაგრამ სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროების მიხედვით ჩინეთში ყოველდღიურად ფიქსირდება რამოდენიმე ათეული მილიონი COVID ახალი შემთხვევა და დაახლოებით 9000 COVID გარდაცვალება! ჯანმო-მ უკვე მიმართა ჩინეთს თხოვნით, რომ რეგულარულად გამოაქვეყნონ ზუსტი რიცხვები, რათა…

მეტი...

„ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტი XBB.1.5 გაცილებით ძლიერია და ვაქცინაზეც ნაკლებად რეაგირებს

„ბოლო პერიოდში მსოფლიოში ფიქსირდება COVID ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციები, რაც შეიძლება რისკების შემცველი იყოს საქართველოსთვისაც. საჭიროა სასწრაფოდ გაკეთდეს დეტალური ანალიზი და დროულად იქნას მიღებული საპასუხო ზომები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული COVID სიტუაცია შევინარჩუნოთ და მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით,   მსოფლიოში „კორონავირუსის“ ახალი შტამის შემთხვევები მზარდია. „ბოლო დღეებში მსოფლიოში ფიქსირდება როგორც COVID ახალი შემთხვევების ზრდა (500 ათასზე მეტი დღეში), ისე განსაკუთრებით COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება (1600 გარდაცვალებაზე მეტი დღეში). ა.წ. 6 იანვარს მარტო იაპონიაში დაფიქსირდა COVID-ის 245 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა…

მეტი...

„ეს ინფექციებიც ძალიან კარგად იმართება და სეზონზე ჯერ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ქვეყანაში კორონავირუსითა და გრიპის ვირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვითარება მართვადია. „საახალწლო დღეებში გაზრდილი მობილობის და სოციალური აქტივობების მიუხედავად საქართველოში შენარჩუნებულია სტაბილურად კარგი COVID ეპიდსიტუაცია. COVID კვლავ წარმატებით იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ბოლო 1 თვის მონაცემებით საქართველოში COVID გარდაცვალება კვლავ შენარჩუნებულია მინიმალურ ნიშნულზე. ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 1 კვირაში მცირედით გაიზარდა, მაგრამ არ აღემატება დღეში 200-300 შემთხვევას. დღეში საშუალოდ კეთდება 6-7 ათასი ტესტი COVID-ზე, დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ის ფარგლებშია“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. ინფექციონისტის შეფასებით, საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოში.…

მეტი...

“ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი  მიხაილო პოდოლიაკი „ქართული ოცნების“ მთავრობის არჩევას ქართველი ხალხის უდიდეს შეცდომად მიიჩნევს.  როგორც  პოდოლიაკი აცხადებს, ეს არის „ივანიშვილის სახელობის მთავრობა“. „საკმაოდ მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსადმი. არის ქართველი ხალხი, თუმცა, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია. ბატონი ივანიშვილის სახელობის მთავრობა, რომელიც სრულიად ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას უყურებს და მისგან ელის რაღაც ენერგეტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას, ანუ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას”, – აცხადებს პოდოლიაკი. მისივე შეფასებით,  საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან. „ეს უცნაურად იქნება…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 17 და 20 იანვარს ჩატარდება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 17 დ 20 იანვარს ჩაინიშნა. სასამართლო ისევ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელებს. დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ ექთან ნინო პანტიაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მეტი...

უკრაინა მეგობარი და მეზობელი პოლონეთისგან „Leopard“-ის ტანკებს მიიღებს

პოლონეთი უკრაინას საბრძოლო მასალის მორიგ პარტიას გაუგზავნის. ამჯერად, საუბარია გერმანული წარმოების „Leopard“-ის ტანკებზე. ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. “პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლვოვში: „Leopard“-ის ტანკების შენაერთი უკრაინას საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში გადაეცემა. ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია პოლონეთში”, – აცხადებენ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.  

მეტი...

უკრაინაში ევროკომისრების დელეგაციას ელოდებიან

ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, სპეციალურ დელეგაციას უკრაინაში მომავალ თვეს ელოდებიან. როგორც კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, უკრაინაში ვიზიტი თებერვლის დასაწყისში შედგება. მისივე ინფორმაციით, დელეგაცია კიევში შეიკრიბება, სადაც შეხვედრა უკრაინის მთავრობის წევრებთან და პრეზიდენტთან შედგება. დელეგაცია დაახლოებით 15 ევროკომისრისგან შედგება.  

მეტი...

რუსეთიდან შემოტანილი 42 ტონაზე მეტი მავნე კარტოფილი უკან დააბრუნეს

42 250 ტონა კარტოფილი, რომელიც საქართველოს საზღვარზე რუსეთიდან შემოჰქონდათ, ქვეყანაში არ შემოატანინეს და უკან დააბრუნეს. პროდუქცია ყაზბეგის გამშვები პუნქტიდან არ გამოატარეს. „საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოტანილი 42 250 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“- აცხადებენ  შესახებ შემოსავლების სამსახურში. უკან დააბრუნეს ხის მასალაც, რომელიც არსებულ სტანდარტებთან შეუსაბამო იყო. „ფიტოსანიტრების მიერ შეჩერებულ იქნა 69 867 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა. აღნიშნული მცენარეული წარმოშობის ტვირთი არ შეესაბამებოდა ფიტოსანიტარიულ ნორმებს. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების…

მეტი...

უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე რუსული ჯარები მის ტერიტორიაზე იმყოფებიან – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე რუსული ჯარები მის ტერიტორიაზე იმყოფებიან. „არა, ეს შეუძლებელია. მაგრამ, მთელი იდეა უკრაინისთვის ისაა, რომ ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული, სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისუფალი გამოვიდეს და ეს არჩევანი თავად გააკეთოს. ვფიქრობ, რომ უკრაინა იბრძვის, რათა ეს მოხდეს. ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ევროკომისიამ უკრაინას შვიდი პირობა განუსაზღვრა, რომელიც მან ევროკავშირის წევრობის გზაზე უნდა შეასრულოს.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა. ზელენსკიმ შეხვედრა გამართა უკრაინის უსაფრთხოების ვითარებაზე. “ლვოვში ვიზიტი ყველაზე მნიშვნელოვანი რამით დავიწყე – პატივი მივაგე უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას”,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს ბელარუსის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება. “ჩვენ გვესმის, რომ ძლიერი განცხადებების გარდა, ჩვენ სხვა რაიმე ძლიერს ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როგორც საზღვარზე, ისე…

მეტი...

,,ვითარება გართულებულია…ყველგან მშვიდობიანი ცხოვრება არ აღდგა”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ვითარება “რთულია”. მისი თქმით, რუსეთს აქვს ყველა რესურსი, რაც საჭიროა უკრაინის ოთხ რეგიონში ცხოვრების გასაუმჯობესებლად. “ახალ სუბიექტებში ვითარება გართულებულია, ზოგიერთ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გრძელდება, ყველგან მშვიდობიანი ცხოვრება არ აღდგა და ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს”, – განაცხადა პუტინმა. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს “ახალი რეგიონების განვითარების პროგრამის” დეტალების მაქსიმალურად კოორდინირებულად შემუშავება დაავალა.

მეტი...

,,მოგიწოდებთ, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან“- ფოთის მერია

ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ძლიერი ქარის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. „ფოთში ძლიერი ქარისა და სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავაადმყოფოში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები. მოქალაქეებს შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე ან დაუკავშირდეთ მერის წარმომადგენლებს. ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან“, – ნათქვამია მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მეტი...

,,საქართველო დღეს იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს რაიმე შეიარაღება გადასცეს“- ნიკოლოზ სამხარაძე

,,ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დავუჭერთ მხარს უკრაინას, გარდა შეიარაღების გადაცემისა”– ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო დღეს იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს რაიმე შეიარაღება გადასცეს. „საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას – ისეთივე საფრთხის, რომლის წინაშეც დღეს უკრაინაა. ქვეყანა, რომელსაც რუსეთის მხრიდან ასეთი საფრთხე ემუქრება, სხვა არ არსებობს. ყველამ კარგად ვიცით, რა შეიარაღება აქვს საქართველოს და თუ ვინმე ამიხსნის, რა ლოგიკაა იმაში, რომ ის მცირე შეიარაღებაც, რომელიც მას აქვს,…

მეტი...

მთვრალ რუსს ცოლი უცხოპლანეტელი ეგონა და ნაჯახით თავი მოაჭრა

უკრაინული UNIAN რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მთვრალ რუსს ცოლი უცხოპლანეტელი ეგონა და ნაჯახით თავი მოაჭრა. საზარელი მკვლელობა ირკუტსკში მოხდა. დანაშაული 54 წლის კაცმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა. მას შემდეგ კი რაც მიხვდა, რომ “უცხოპლანეტელი”, რომელიც მისივე ცოლი აღმოჩნდა, შვილს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო და პოლიცია გამოიძახა.

მეტი...

,,ინფორმაცია, თითქოს თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, სიმართლეს არ შეესაბამება”- საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მათი თანამშრომლების სამუშაო პირობები გაუარესდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა თანამშრომელთა სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად რიგი ღონისძიებები გაატარა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში. „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინიციატივით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარდა რიგი…

მეტი...

ფოტოების გადაღებისას ფოთის მერიის თანამშრომელი დაშავდა – ის კლინიკაშია მოთავსებული

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი დაშავდა. მას ხის დიდი ტოტი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ფოტოებს იღებდა. გადაღების დროს, ხე წაიქცა და ქალი ტოტებს შორის მოყვა. არსებული ინფორმაციით, მას ხელი აქვს მოტეხილი და მენჯ-ბარძაყის ძვალი აქვს დაზიანებული, სავარაუდოდ, მოტეხილი. დაშავებული ფოთის საავადმყოფოშია მოთავსებული.

მეტი...

,,სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს”- ამერიკელი გასტროენტეროლოგი

გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს. ფინკელის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთა გვერდითი ეფექტი მადის კარგვა და პირღებინება იყო. „ის იღებდა მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა. მათ იცოდნენ, რომ აძლევდნენ პაციენტს წამლებს, რომელიც იყო წინააღმდეგ ნაჩვენები“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა. კითხვაზე განზრახ აძლევდნენ თუ არა მას ამ წამლებს, გასტროენტეროლოგის თქმით, „კი, ეს იცოდნენ, იმიტომ, რომ ჩატარებული იყო ენდოსკოპიები“

მეტი...

,,უკვე დაიდო ისეთი დიაგნოზები, რომელიც ათავისუფლებას ადამიანს ყველაფრისგან”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპერტების მიერ დასახელებული აქვთ დიაგნოზები, რაც პატიმრის გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს. მისივე თქმით, სასამართლო პროცესები ყოველდღე უნდა გაიმართოს. ,,ჯანმრთელი ადამიანი ჩამოვიდა აქ. (პროცესები ყოველდღიურად) უნდა გაიმართოს, და საერთოდ, უკვე უნდა დამთავრებული იყოს, იმიტომ, რომ უკვე დაიდო ისეთი დიაგნოზები, რამდენიმე დიაგნოზია, რომელიც პირდაპირ ათავისუფლებას ადამიანს ყველაფრისგან. თქვა რომ ეს არის კახექსია, მალაბსორცია, ეს ყველაფერი არის მიზეზი, რომ საერთოდ გაათავისუფლონ ადამიანი, მანამდეც, დემენცია ახსენეს, მოწამლულია ადამიანი, სხვა რაღა უნდა ითქვას კიდევ, მე არ ვიცი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენებმა შეხვედრა გამართეს

რუსეთი და უკრაინა 40 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ გააკეთა, რომელიც უკრაინელ კოლეგას თურქეთში შეხვდა. Reuters-ის ინფორმაციით, პირველი მოლაპარაკება ორ მხარეს შორის დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რასაც მოგვიანებით მეორე რაუნდიც მოჰყვა. „განვიხილეთ ორი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემების და საკითხების ფართო სპექტრი“, – წერს უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი.

მეტი...

,,სააკაშვილს აქვს საფუძველი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ვგულისხმობ კახექსიას“- სტიუარტ ფინკელი

სტიუარტ ფინკელის განცხადებით, კახექსია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია. ამის შესახებ ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა. „დიაგნოზებს შორის არის – ჰიატუსის თიაქარი, ეროზიული გასტრიტი. პირველი, რაც ვნახე გამოკვლევები, გამოვიტანე დასკვნა, რომ ჰიატუსის თიაქარს აქვს ადგილი. ამის გარდა, ეროზიული გასტრიტი აღმოჩნდა. 13 მარტს ჩატარებული მანიპულაციის დროს, რაც მე შევისწავლე, კუჭზე ბიოფსია არ გაკეთებულა. ჩემი აზრით, ეს არის მზრუნველობის სტანდარტებიდან გადახვევა, რაც საჭირო იყო ამ ტიპის ვითარებისთვის. რაც შეეხება ანორექსიას და ქრონიკულ გულისრევას, ეს არის კლინიკური დიაგნოზები, რაც კლასიკური სიმპტომებია. ხელთ მაქვს დოკუმენტი…

მეტი...

,,სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები” აქვს, კარგად ახსოვს 2007 წელს „ბუკის” სისტემის შეძენა”- გია ცაგარეიშვილი

,,მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები” აქვს, კარგად ახსოვს, რომ 2007 წელს “ბუკის” სისტემა შეიძინა,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს ”ისიც ემახსოვრება რამდენი გადაიხადა ქართულმა სახელმწიფომ, მაგრამ არ ამბობს, რადგან თქმა არ აწყობს”. ,,ამ ყველაფერში საკმაოდ დიდი თანხებია გადახდილი, რაც მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის საშუალებები სჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამგვარი საშუალებები ამ ქვეყანას ბევრი და ხარისხიანი ჰქონდეს, რომელსაც მაშინ გამოიყენებს, როცა ამის დრო დაუდგება. ცხინვალის კატასტროფის შემდეგ ამგვარი შესყიდვები ფაქტობრივად გაჩერებული იყო. განსაკუთრებით აშშ-სთან ურთიერთობა სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვასთან…

მეტი...

ახალგაზრდა კაცმა ეკლესია და ორი სახლი გაქურდა

მარტვილის პოლიციამ ეკლესიისა და 2 სახლის გაქურდვისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავა. ახალგაზრდმა კაცმა ორი საცხოვრებელი სახლი და ეკლესია გაქურდა, საიდანაც ღვთისმშობლის ხატი და ფული მოიპარა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა, საიდანაც მოპარული ნივთები ამოიღეს.  

მეტი...

რუსეთის ძალებმა ხერსონში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს

რუსებმა ხერსონში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, დაზიანებულია ახალშობილთა განყოფილება. მისივე ცნობით, დაზიანებულია პოლიკლინიკის განყოფილებაც. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

,,ადამიანის უკანონოდ მოსმენა არის კრიმინალი”- გიორგი ბარამიძე

,,ადამიანის უკანონოდ მოსმენა არის კრიმინალი,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მედიაში გავრცელებული ფარულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა. მან ჩანაწერების გავრცელებაში ხელისუფლება დაადანაშაულა. „არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიღაც ადამიანს უკანონოდ იწერს, ეს არის ძველი, საბჭოთა „კაგებეშნიკური“ საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ჩანაწერი შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერებისგან, ადვილად ირკვევა, რომ მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე. შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ არის ჩაწერილი“,-განაცხადა ბარამიძემ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული.…

მეტი...

,,ბენ ჰოჯესი ცდილობს, წვლილი შეიტანოს დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული”- გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძის განცხადებით,  ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ. მისი თქმით, ბენ ჰოჯესის მიერ გაკეთებული განცხადება სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია. „რეალურად ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და საკუთარი განცხადებებით ცდილობს, მცირე წვლილი შეიტანოს იმ საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც რამდენიმე თვეა, საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული, რათა ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. რეალურად იკვეთება კავშირები, რაც ამყარებს პოზიციას, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობის კონკრეტული კომპონენტი და ბენ ჰოჯესიც ამ აქტივობებშია ჩართული“, – განაცხადა მიქანაძემ. https://mcm.ge/173590/

მეტი...

„ქართველი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ის ზამთრის პაუზამდე იყო”- იტალიური მედია

ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშებს. „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი  ცდილობს, კვარაცხელიამ საუკეთესო ფიზიკური ფორმა აღიდგინოს. გამოცემა Il Mattino წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის პირველ ორ მატჩში საუკეთესოდ ვერ გამოიყურებოდა. „ქართველი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ის ზამთრის პაუზამდე იყო, მაგრამ აშკარაა ის ფაქტი, რომ სპალეტი არ აპირებს თავის ჯოკერთან განშორებას. ის ამხნევებს მას თბილი სიტყვებით და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავს, სავარაუდოდ, ასე იქნება „იუვენტუსთანაც“. ეს შეიძლება იყოს იდეალური საღამო, რათა დაგვიბრუნდეს „ჯადოქარი“ კვარაცხელია, რომელმაც სერია A-ში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა“, – წერს გამოცემა.

მეტი...

,,პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები და ქუჩები”- დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

დედაქალაქში და თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა. „პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩების და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაობს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებს და ჩიხებს, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, ოპერატიულად რეაგირებს ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ. გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა. თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს…

მეტი...

სამეგრელოში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ადგილზე მუნიციპალური სამსახურები მუშაოებენ

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა, თუმცა ყველა ფაქტზე მუნიციპალური სამსახურების რეაგირება იყო დროული და მოძრაობის აღდგენა უმოკლეს პერიოდში მოხდა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა ყველა პრობლემურ ადგილზე „ენერგო პრო ჰოლდინგის“ ბრიგადები მუშაობენ და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება. ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს”- პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და დღევანდელი სასამართლო პროცესიც ამის ნაწილია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადარჩება, თუ საერთაშორისო სანქციები გახდება რეალური, მათ შორის იქნება „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი სია და თუ ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში. „ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, დღეს ვიტყოდი, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს, მაგრამ ამას ვერ ვამბობ, რადგან სასამართლო არ გვაქვს. ყველანაირი მტკიცებულება აქვს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს, რომ დარბაზიდან დღესვე მიეცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის, მაგრამ ამას არ გააკეთებენ. არ გააკეთებენ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანი პოლიტიკური სცენიდან გაიყვანოს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და ამ…

მეტი...

,,თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული”- პენიტენციურმა ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ აბრამიშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სხდომიდან აცილებულ იქნეს თარჯიმანი ლევან მეტრეველი, თუმცა მოსამართლემ  მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ნიკოლოზ აბრამიშვილის განცხადებით, სხდომის შემდგომ ლევან მეტრეველი ხშირად აფიქსირებს საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს. „ლევან მეტრეველი, რომელიც პროცესებზე თარჯიმნად მონაწილეობს, განცხადებებს ჰქონდა ადგილი. მათ შორის განცხადებები ეხებოდა პენიტენციურ სამსახურს და მის წარმომადგენლებს. ვფიქრობთ, თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული და შესაბამისად, არსებობს აცილების საფუძველი“, – განაცხადა პენიტეცნიური სამსახურის წარმომადგენელმა. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ლევან მეტრეველი სათარჯიმნო ბიუროდან არის წარმოდგენილი და ოფიციალური დოკუმენტებით ხელშეკრულება აქვს…

მეტი...

,,ვცდილობ, ჩემი შვილის გადარჩენას, ვინ რა თქვა და რატომ თქვა, ეს მე არ ვიცი”- გიული ალასანია

,,ამაზე ნუ მელაპარაკებით. მე ვცდილობ, ჩემი შვილის გადარჩენას. ვინ რა თქვა და რატომ თქვა, თქვა, თუ არა, ეს მე არ ვიცი,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია სააკაშვილზე საუბრობს. გიული ალასანია Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ხრისტო გროზევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს თანამშრომლობა შესთავაზა მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით. „მოვისმინეთ, რომ ადამიანი ჩვენს მხარეს სთავაზობს, ერთად გამოიკვლიონ. თუ არ ჩაერთვებიან, ცალკე გამოიკვლევენ. მეორე, ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ საერთაშორისო კომპანიაც ჩაერთო. ეს ძალიან დამაიმედებელი ფაქტებია. სასამართლოს რაც შეეხება, ვნახოთ“,-…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგი განახორციელა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგი ამჯერად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის ბაღი) განახორციელა. სააგენტოს წარმომადგენლებმა მეპატრონეების მხრიდან ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების წესების შესრულება გადაამოწმეს, მეპატრონეებს მათი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და შესაბამისი საინფორმაციო ფლაერები გადასცეს. აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება, გარემოს დაბინძურებისა და გასეირნების წესის დარღვევების პრევენცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია: განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია; უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით; იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა…

მეტი...

ავტობუსი გაყინულ გზაზე მოცურდა

უამინდობა საქართველოში – მოყინულმა გზებმა ქვეყნის დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ვარკეთილი – ზემო პლატო, ავტობუსი გაყინულ გზაზე მოცურდა. კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

მეტი...

,,73 კილო იყო ამ დილით” – შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წონა 73 კილოგრამია. ამის შესახებ ადვოკატმა  თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელ გასტროენტეროლოგს მესამე პრეზიდენტის წონა აინტერესებდა და დღეს დილით ეს მაჩვენებელი სწორედ 73 კგ-ს შეადგენდა. ცნობისთვის, სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობაზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

მეტი...

ძლიერი ქარი სამეგრელოში – ქარმა ხეები წააქცია და რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია. გარდა ამისა, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცაიშსა და ცაცხვში ქარმა კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

მეტი...