,,რუსეთმა დაადასტურა, რომ ცოცხალია უკრაინის 23 მოქალაქე, რომლებიც გარდაცვლილად ითვლებოდნენ”- უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრი ლუბინეცის განცხადებით, 23 უკრაინელი, რომელიც დაღუპულად მიიჩნეოდა, ცოცხალი აღმოჩნდა. ამის შესახებ დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამში“ წერს.

„რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულთან ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა. პირველ რიგში, განვიხილეთ სამოქალაქო პირთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეები და გმირები, რომლებიც დაღუპულებად ითვლებოდნენ, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ცოცხლები არიან – ჩვენი 23 ბიჭი. ეს უდიდესი პოზიტივია“, – წერს ლუბინეცი.

უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენების შეხვედრა ანკარაში გაიმართა.

მსგავსი თემები