ევროპაში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

ევროპაში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს. საუბარია მეტალებზე, რომლებსაც მობილურებისა და რაკეტების წარმოებაში იყენებენ.

ამჟამად ევროპაში მსგავსი მეტალების მოპოვება არ ხდება. სტოკჰოლში აცხადებენ, რომ ახალი აღმოჩენა ევროპას ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. როგორც შვედეთში იუწყებიან, აღმოჩენილ საბადოში მილიონ ტონაზე მეტი მეტალი ინახება.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ასეთ მეტალებზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 5-ჯერ გაიზრდება.

2021 წელს ევროკავშირი იშვიათი სახეობის მეტალების 98%-ის ექსპორტს ჩინეთიდან ახდენდა.

 

მსგავსი თემები