უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

დღეს, უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყანამ 50 ტყვე დაიბრუნა. საუბარია ჯარისკაცებზე. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის,  ანდრეი იერმაკის ინფორმაციით, დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების და საზღვაო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების, ეროვნული გვარდია და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები. „დავიბრუნეთ 33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი. ასევე,  ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დატყვევებული ადამიანები, ასევე მარიუპოლის დამცველები, ბიჭები დონეცკის მიმართულებიდან, ბახმუტიდან, ასევე კიევის, ჩერნიგოვის, ხერსონის რეგიონებიდან”, – აცხადებს იერმაკი.

მეტი...

მეუფე გრიგოლს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მისცეს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. როგორც მეუფე აცხადებს, მიზეზი მისთვის უცნობია და შეეცდება მესამე პრეზიდენტის ნახვა ისევ სცადოს. „ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის. როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის არ ვიცი, ვირუსების გამო არის თუ როგორ არის, ვერ მოხერხდა. ველოდი და გვითხრეს, რომ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. ვეცდები კიდევ. პირველ რიგში, გავერკვიო რა მოხდა, თუ რეგულაციებია, რომელიც უბრალოდ ობიექტურად არ იძლევა საშუალებას გასაგებია, მაგრამ თუ რაღაც სხვანაირად…

მეტი...

„საქართველოში შემოვალ ტანკებით… ყველას გადაგივლით“ – ქართველი მებრძოლის მუქარა (ვიდეო)

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნოდარ ყარალაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იმუქრება და ამბობს, რომ რომ ყველას გადაუვლის. „საქართველოში შემოვალ ტანკებით, აფხაზეთის მხრიდან შემოვალ, გადაგივლით… თუ გინდათ, მე ჩამოვალ სადაც გინდათ, ოღონდ საქართველოში არა. საქართველოში მე ასე არ შემოვალ, საქართველოში შემოვალ ტანკებით, ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან შემოვალ. იმიტომ გითხარით, გადაგივლით, დრო მოვა, გადაგივლით. ჩამოვალ და ჯობია, არ დაგვხვდეთ. გაიქეცით, სანამ დროა. ჩემია, სხვისია, არანაირი დანდობა არ გექნებათ, გადაგბუგავთ ყველას. არანაირი დანდობა არ გექნებათ. სინათლე არ გეღირსებათ საქართველოში. არასდროს არ იქნება სინათლე. არც პური არ გექნებათ და ფქვილი არ გექნებათ, მაშინ დაიკიდეთ თქვენ ეგ ცოცხები და…

მეტი...

„მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი“ – სააკაშვილის წერილი ბაუნდერს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი Heritage foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს უილიამ ბრაუდერს წერილს უგზავნის. ქვეყნის მესამე ითხოვს, ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის” ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს. „ძვირფასო ბილ, მადლობას გიხდით თქვენი ძალიან ცნობილი „ტვიტისთვის“. მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი [მოკლეს], მაგრამ ბევრად უფრო ცხადად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმარეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის წინასწარ შედგენაში, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც პუტინის უძლეველობის მათეულ რწმენასთანაა დაკავშირებული. თუმცა მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი…

მეტი...

„საქართველოს მთავრობას სურს, საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხეში განზრახ აწამა“ – პოდოლიაკი

„ოპტიმალური ვარიანტია, გადმოგვეცით ადამიანი ნებისმიერ ქვეყანას. თუ გსურთ, პირადად ჩამოვალ და წამოვიყვან, ეს საერთოდ არ არის პრობლემა“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და საქართველოს მთავრობას რჩევას აძლევს. „ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას განზრახ სურს, საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხეში განზრახ აწამა.  მე მარტივ რჩევას ვაძლევ, ჩარევის გარეშე, პირდაპირ ვეუბნები მათ: ამჟამინდელი მთავრობის, ზოგადად, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა, პარტიის, რომელსაც რატომღაც ასე მოსწონს რუსეთი, არ გააკეთოთ ისე, რომ საკუთარი თავი საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწეროთ. ოპტიმალური ვარიანტია, გადმოგვეცით ადამიანი ნებისმიერ ქვეყანას. თუ გსურთ, პირადად…

მეტი...

უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გადაცემას ოფიციალურად ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განაცხადებით, უკრაინა ოფიციალურად ითხოვს, გადასცენ მიხეილ სააკაშვილი. მისივე განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობას არ სურს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დააბრუნოს, ის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას გადასცენ. „უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში. არ ვიძლევით არანაირ რჩევებს.  ჩვენ ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი. მე დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი მიხეილ ნიკოლაევიჩის მიმართ. პატივს ვცემ მას, რადგან ისტორიული მასშტაბის ფიგურაა. ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, გადმოგვცენ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით“ –  აცხადებს პოდოლიაკი. მისივე შეფასებით, ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის პოზიციაც, რომელიც…

მეტი...

გერმანიაში ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი დააკავეს

გერმანიაში ტერორისტული აქტის დაგეგმვაში მონაწილე ირანის მოქალაქე დააკავეს. საუბარია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში დაგეგმილ ტერორისტული თავდასხმაზე. პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ციანიდისა და რიცინის ტოქსინები შეიძინა, რომელიც მას ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინა. ადგილობრივი პოლიცია მუშაობს სხვა პირების გამოვლენაზეც, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს ტერორისტული აქტის მომზადებასთან. დაკავებული 34 წლის მამაკაცია.  

მეტი...

„გარდაიცვალა ჩემი შვილების მამა“ – ამერიკაში მოკლული ლევან გალდავას ყოფილი მეუღლე

ამერიკაში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს, ლევან გალდავას ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ემიგრანტები ემშვიდობებიან. ის ქართული სახლი – „ფესვების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან გალდავასა და ზურაბ გალდავას შვილი იყო. 45 წლის ახალგაზრდა მამაკაცია ბრუკლინში ქუჩაში, სასტიკად მოკლეს, პარკირებისას 6 ტყვია ესროლეს. „გარდაიცვალა ჩემი შვილების მამა, ლიზის და ზუკოს მამიკო, ლევან გალდავა. ჩემი ცხოვრების მთავარი მოვლენები მასთან ერთად გავიარე, შევიგრძენი და გადავიტანე… ცოლ-ქმარი აღარ ვიყავით, თუმცა უმთავრესი საერთო გვაკავშირებდა ზუკო და ლიზი მათ გამო, შევძელით ისევ მეგობრები ვყოფილიყავით ერთმანეთისთვის… დღეს ცარიელი ვართ ყველა… მე მჯერა, რომ ლევანი სულ იქნება მისი სამი შვილის, მშობლები და საყვარელი…

მეტი...

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები თურქეთში იკრიბებიან

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების ადგილი ისევ შუამავალი ქვეყანა – თურქეთია.  თურქეთში უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრი ლუბინეცისა და რუსი ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას შეხვედრა იგეგმება. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. „შეხვედრა რამდენიმე დღეში თურქეთის ტერიტორიაზე შედგება. ერთ-ერთი სასაუბრო თემა  ტყვეების დაბრუნება იქნება. საკმაოდ ამბიციური გეგმებია. არ ვიცი რუსული მხარე როგორ მოიქცევა, რით ჩამოვლენ, თუმცა, დადებითი იმპულსი მოდის, რომ ამ საკითხის განსახილველად მზად არიან. საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს შემუშავებული, მათზე საჯაროდ საუბარი არ შემიძლია. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია სამოქალაქო პირების “გაცვლის” ტერმინის გამოყენება. რადგან ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ომის ტყვეებთან მიმართებით ჟენევის კონვენციებზე დაყრდნობით. სამოქალაქო…

მეტი...