ზუგდიდის შესასვლელთან სამგზავრო ავტობუსს ხე დაეცა

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს, რომელშიც მგზავრები იმყოფებდნენ ხე დაეცა.

შემთხვევა ზუგდიდის შემოსასვლელთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა, თუმცა მძღოლმა სწრაფად დამუხრუჭება მოასწრო. ხემ ავტობუსის წინა ნაწილი დააზიანა.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში მეოთხე დღეა ძლიერი ქარია.

მსგავსი თემები